უცხოეთი
საქართველო, 12 ნოემბერი, საქინფორმი. ბელარუსი ოფიციალურად გახდა „ბრიქსის“ პარტნიორი ქვეყანა.
როგორც რუსულ მედიას ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა აცნობა, 5 ნოემბერს ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს გაუგზავნა წერილი, რომელშიც მზადყოფნა გამოთქვა „ბრიქსში“ პარტნიორად ჩართვისთვის.
დოკუმენტი პირადი შეხვედრის დროს ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაქსიმ რაიჟენკოვმა რუსეთის ელჩს, ბორის გრიზლოვს გადასცა.
„პარტნიორის სტატუსის მიღების შესახებ წერილობითი მოწვევის ოფიციალური პასუხი წევრ სახელმწიფოთა შორის შეთანხმებული პროცედურის აუცილებელი ელემენტია. სწორედ ამ მომენტიდან ქვეყანა ოფიციალურად ითვლება „ბრიქსის“ პარტნიორად“, – აღნიშნეს სამინისტროში.
1tv.ge