საქართველო, 11 ნოემბერი, საქინფორმი. მოქალაქეებს როდესაც ართმევენ მთავარ უფლებას, მათ მაგივრად აძლევენ ხმას და პარავენ მომავალს, იქ რევოლუცია, აჯანყებაც და ყველაფერი მისაღებია, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.
მამუკა ხაზარაძეს კითხვა დაუსვეს გერმანიის საელჩოს განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც ნათქვამია, რომ „მშვიდობიანი რევოლუცია შესაძლებელია, ბერლინის კედლის დაცემა ამის მაგალითს წარმოადგენს“.
„რამეს რევოლუციურს ხედავთ? მოქალაქეებს როდესაც ართმევენ მთავარ უფლებას, თქვენ მაგივრად აძლევენ ხმას და გპარავენ მომავალს, იქ რევოლუციაც, აჯანყებაც და ყველაფერი მისაღებია. საელჩოს ჰკითხეთ, მე ნუ მკითხავთ“, – განაცხადა ხაზარაძემ.
ცნობისთვის, ბერლინის კედლის დანგრევის 35 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოში გერმანიის საელჩომ სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა: „მშვიდობიანი რევოლუცია შესაძლებელია, ბერლინის კედლის დაცემა ამის მაგალითს წარმოადგენს“.