პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: არჩევნები დამთავრდა, ჩამოყალიბდება მთავრობის შემადგენლობა

 საქართველო, 11 ნოემბერი, საქინფორმი. არჩევნები არის დამთავრებული, ცესკო-ს მიერ შეჯამდება არჩევნების შედეგები, შედგება პარლამენტის პირველი სხდომა, ჩამოყალიბდება მთავრობის შემადგენლობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ეს არის დღის წესრიგი, რომლითაც განვითარდება პროცესები.

არჩევნები არის დამთავრებული, უახლოეს მომავალში შეჯამდება არჩევნების შედეგები ცესკო-ს მიერ. ამის შემდეგ ძალიან მალე შედგება პარლამენტის პირველი შეკრება, თვის ბოლოსთვის გაიმართება პარლამენტის პირველი სხდომა, რამდენიმე დღეში ჩამოყალიბდება მთავრობის შემადგენლობა. ეს არის ის დღის წესრიგი, რომლითაც განვითარდება პროცესები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.