საზოგადოება
საქართველო, 7 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ევროპას „ცხადი და მყარი პოლიტიკა“ უნდა ჰქონდეს.
პრეზიდენტის თქმით, პირველი გამოწვევა სწორედ საქართველოა.
„მთელი ევროპა ერთხმად ამბობს, რომ მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს საკუთარ ხელში. პირველი გამოწვევა საქართველოა: ევროპას უნდა ჰქონდეს ცხადი და მყარი პოლიტიკა, და არ უნდა მიიღოს რუსეთის მიერ მხარდაჭერილი გამოწვევები დემოკრატიისადმი”, - წერს ზურაბიშვილი.