უცხოეთი
საქართველო, 7 ნოემბერი, საქინფორმი. მე არ ვაპირებ ომების დაწყებას, ომების შეჩერებას ვაპირებ, – ამის შესახებ აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სამადლობელი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, შეერთებულ შტატებს, წლებია, ომები არ ჰქონია.
„ჩვენ საღი აზრის მქონე პარტია ვართ. ჩვენ გვსურს საზღვრები, უსაფრთხოება, საქმე რომ იყოს კარგად, უსაფრთხოდ. გვსურს კარგი განათლება, ძლიერი და გავლენიანი შეიარაღებული ძალები, იდეალურ შემთხვევაში, არ მოგვიწიოს მათი გამოყენება. წლებია, ომები არ გვქონია. ჩვენ არ გვქონია ომები, პირიქით, რეკორდულ დროში დავამარცხეთ „ისლამური სახელმწიფო“, მაგრამ ომები არ გვქონია. ამბობდნენ, ის ომს დაიწყებსო. მე არ ვაპირებ ომის დაწყებას, ომების შეჩერებას ვაპირებ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
1tv.ge