საზოგადოება
ირანის პრეზიდენტმა პრემიერს არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება მიულოცა

 საქართველო, 6 ნოემბერი, საქინფორმი. ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს სამარლამენტო არჩევნებში პარტია „ქართული ოცნების“ გამარჯვება მიულოცა.

არჩევნების შედეგების თანახმად, მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 53,93% მიიღო. კენჭისყრის შედეგების აღიარებაზე უარი განაცხადა პარლამენტში შესულმა ოთხივე ოპოზიციურმა ძალამ, მათმა მხარდამჭერმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კი არჩევნების გაყალბებაზე განაცხადეს.

მსურს, თქვენს აღმატებულებას და ქართველ ხალხს, გულითადად მოგილოცოთ წარმატებული საპარლამენტო არჩევნები და ამ არჩევნებში პარტია „ქართული ოცნების“ გამარჯვება. იმედია, ეს არჩევნები, რომელიც წარმოადგენს ქართველი ხალხის ნების გამოხატულებას, გახდება ქართველი ხალხის წინსვლის და კეთილდღეობის, ორი ქვეყნის ურთიერთობის გამტკიცებისა და რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარების საწინდარი", - ნათქვამია საქართველოში ირანის საელჩოს განცხადებაში.

ერთ-ერთი პირველი, ვინც საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიულოცა, იყვნენ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიიფ ერდოღანი და უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი.