საქართველო, 5 ნოემბერი, საქინფორმი. 2024 წლის ცხრა თვეში რუსეთიდან საქართველოში ბუნებრივი აირის იმპორტის მოცულობამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, ქვეყანამ სამ კვარტალში 90,1 მლნ დოლარის ღირებულების გაზი შემოიტანა, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს მიერ რუსეთიდან იმპორტირებული ბუნებრივი აირის მთლიანი მოცულობა 6,5%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
მათ შორის, სექტემბერში შესყიდვებმა 589,8 ათასი დოლარი შეადგინა, რაც 1,7-ჯერ ნაკლებია წინა თვის მაჩვენებელზე, მაგრამ მესამედით მეტია გასული წლის სექტემბრის მონაცემებზე.
2023 წლის ბოლოს საქართველომ რუსეთის ფედერაციისგან 110,3 მლნ დოლარის ბუნებრივი აირი იყიდა.
მიმდინარე წელს აზერბაიჯანიდან იმპორტმა 160,2 მლნ დოლარი შეადგინა, ხოლო მთელი გასული წლის შედეგებით - 313,5 მლნ.