პუბლიკაციები
სოფია ჭაჭია: რუსეთი აძლიერებს სამშობლოსთან კავშირის მქონე თანამემამულეების დახმარებას

 საქართველო, 5 ნოემბერი, საქინფორმი. რუსეთი თანმიმდევრულად აძლიერებს ძალისხმევას, რათა დაეხმაროს თანამემამულეებს, რომლებიც სერიოზული ზეწოლის პირობებში ახერხებენ რუსული ენის, კულტურისა და ისტორიულ სამშობლოსთან კავშირების შენარჩუნებას, განაცხადა რუსეთის დუმის დსთ-ის, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის ექსპერტმა სოფია ჭაჭიამ „Sputnik საქართველოსთან" ინტერვიუში.

30-31 ოქტომბერს მოსკოვში თანამემამულეთა VIII მსოფლიო კონგრესი ჩატარდა. ფორუმის მუშაობაში, რომლის ლოზუნგიც იყო „რუსეთთან ერთად“, 100-ზე მეტი ქვეყნიდან რუსული თემის 400-მდე ლიდერი და აქტივისტი მონაწილეობდა.

რუსეთი თანმიმდევრულად აძლიერებს თანამემამულეებისადმი დახმარების აღმოჩენას, სერიოზული ზეწოლის და რუსოფობიის პირობებში ისინი ახერხებენ რუსული ენის, კულტურისა და ისტორიულ სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებას“, - განაცხადა ჭაჭიამ.

მისი თქმით, მომავალ წელს იგეგმება დიდ სამამულო ომში გამარჯვების 80 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების გამართვა და ამაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს თანამემამულეთა მოძრაობა მთელ მსოფლიოში.

მოხარული ვიქნებით, თუ ღონისძიებას საქართველოს მოქალაქეებიც შეუერთდებიან“, - განაცხადა ჭაჭიამ.

მისი თქმით, თანამემამულეთა მსოფლიო კონგრესის ფარგლებში განსაკუთრებით სასიამოვნოა იმის დანახვა, თუ როგორი მოწიწებითა და სითბოთი ეპყრობიან ისინი რუსეთს და ისტორიული სამშობლოდან შორს მთელი ძალით ცდილობენ კულტურის, ტრადიციებისა და ტრადიციული ღირებულებების დაცვას.

ექსპერტმა ასევე აღნიშნა, რომ სხვადასხვა შეხვედრები, მათ შორის, მსოფლიო კონგრესი, შესანიშნავი პლატფორმაა იმისთვის, რომ ნათელი გახდეს იმ პრობლემების შესახებ, რაომელთაც თანამემამულეები აწყდებიან და რომელთა გადასაჭრელად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაა საჭირო.

უცხოეთში მცხოვრები რუსი თანამემამულეების პირველი მსოფლიო კონგრესი 2001 წლის 11-12 ოქტომბერს ჩატარდა. მასში მონაწილეობა 47 ქვეყნის დელეგატებმა მიიღეს. 2006 წლიდან ღონისძიება ყოველ სამ წელიწადში ერთხელ იმართება.