რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: მოღალატეთა კავშირი

   „როგორც ჩანს. ისევ „გეორგიევსკის ტრაქტატის“ დადების ჟამმა დაჰკრა! მაშინაც ასე აღვირახსნილად პარპაშებდნენ სამშობლოს მოღალატეები! ვინ იფიქრებდა, რომ შევარდნაძე-ჟვანია-სააკაშვილის „მოქალაქეთა კავშირის“ მერე საქართველოში სააკაშვილი-გვარამია-ხაზარაძის „მოღალატეთა კავშირი“ ჩამოყალიბდებოდა და ძალაუფლებაზე პრეტენზიას, როგორც სამართალმემკვიდრე, წარმოადგენდა! სამი პრეზიდენტი - სააკაშვილი, მარგველაშვილი, ზურაბიშვილი, სამი მსჯავრდადებული - სააკაშვილი, გვარამია, ხაზარაძე - უარყოფენ წმინდა მეფე ერეკლე მეორის, წმინდა ილია მართლისა და კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის მოღვაწეობას და მემკვიდრეობას. გამორიცხულია, ბევრჯერ მოტყუებულმა ქართველმა ხალხმა ეს მოითმინოს, იესოს ათი მცნება ევროკავშირის ცხრა მცნებაზე გაცვალოს! საქართველო არსად წავა - არც ევროპაში ღირსებით, და არც ჩრდილოეთში - ის ადგილზე, კავკასიაში დარჩება და ღმერთის მიერ ნაჩუქარ მეზობლებთან სიყვარულით იმეგობრებს! ღირსებით ევროპაში მარტო ერთი ქართველი - იოსებ ჯუღაშვილი შევიდა, მაგრამ ევროპას ეს გაკვეთილი, როგორც ჩანს, მარტო 80 წელი ეყო!

   ან რა ყალბი დასახელებებით გახვედით არჩევნებზე, მართლა თაღლითებო და გოგორიშვილის გამყალბებლებო?! ერთობა საქართველოს გადასარჩენად, კოალიცია ცვლილებისთვის, ძლიერი საქართველო, საქართველოსთვის - ასეთი პარტიები საქართველოში არავინ იცის! ხალხი თქვენი ნამდვილი სახელებით გიცნობს, ანუ მიშას ნაცჯალათების და ზონდერების პარტია, გეების და ზონდერების, გვარამია-მელიას პარტია, ნარკომანების: ჯაფარიძისა და მევახშე ხაზარაძის პარტია! გამოსულიყავით თქვენი ნამდვილი სახელებით და ვნახავდი, რა 700 ათას ხმას მიიღებდით!

   და ბოლოს - რა უფლება აქვს ემიგრანტს, ამირჩიოს ხელისუფლება, რომელთანაც მე, და არა მას, მომიწევს ცხოვრება მომდევნო 4 წელი?! ემიგრანტს საქართველოს მოქალაქეობა ან უკვე დაკარგული აქვს, ან მისი დაკარგვის გზას ადგას, რადგან იმ ქვეყნის მოქალაქეობას ლამობს, სადაც ცხოვრება ამჯობინა. ჰოდა, ვინც საქართველოში დარჩენა ვამჯობინეთ, გვაცალონ პარლამენტის, მთავრობისა და პრეზიდენტის არჩევა! როდისმე ვერეოდით თბილისიდან ტრამპის, პუტინის, თუ მაკრონის არჩევაში?! დაიმახსოვრეთ - მტკვარში აშშ-ის ავიამზიდი არასდროს შევა! ან თუ ამერიკა-ევროპაში ქართველი ემიგრანტი საქართველოს შვილია, რუსეთში რა, ნაბიჭვარია, ხმის მიცემის უფლება რომ წავართვით?!“ - წერს თავის Facebook-გვერდზე არნო ხიდირბეგიშვილი.

2024 წლის 1 ნოემბერი