საქართველო, 1 ნოემბერი, საქინფორმი. უნგრეთის საგარეო საგარეო საქმეთა სამინისტროში შვედეთის ელჩი დაიბარეს. ცნობილია, რომ ელჩის დაბარება შვედეთის პრემიერ-მინისტრის მიერ ვიქტორ ორბანის კრიტიკას მოჰყვა. საქართველოში ვიზიტით მყოფმა უნგრეთის პრემიერმა განაცხადა, რომ არჩევნები იყო თავისუფალი და დემოკრატიული. ორბანის განცხადებას ულფ კრისტერსონი გამოეხმაურა და თქვა, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი შვედეთის ან სხვა ევროპული ქვეყნების სახელით არ საუბრობს, არამედ, შესაძლოა, საუბრობდეს რუსეთის სახელით. შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა დაადასტურა, რომ ელჩი უნგრეთის საგარეო უწყებაში იყო დაბარებული.
„ჩვენ გვაქვს კონტაქტი უნგრეთთან ორმხრივი ურთიერთობების ფარგლებში. ორმხრივი დიალოგი არის მნიშვნელოვანი და ურთიერთობების ბუნებრივი ნაწილი“, – განაცხადა მან.