უცხოეთი
საქართველო, 31 ოქტომბერი, საქინფორმი. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო ბელარუსში ევრაზიის უსაფრთხოების კონფერენციას დაესწრება, - ამის შესახებ ინფორმაციას Politico ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, პიტერ სიიარტოსთან ერთად მინსკის კონფერენციაში მონაწილეობას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი და სირიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბასამ ალ-საბაღიც მიიღებენ.
ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ კონფერენციაში მონაწილე ქვეყნები ევრაზიის უსაფრთხოების მომავალს განიხილავენ.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფერენციაზე, რომელსაც შესაძლოა, 45 ქვეყნის წარმომადგენელი დაესწროს, სიტყვით 31 ოქტომბერს გამოვა.
interpressnews.ge