საზოგადოება
ეუთო-ს კოორდინატორი პასკალ ალიზარდი: გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ არჩეული ხელმძღვანელობა საქართველოს უფრო ახლოს მიიყვანს ევროკავშირში გაწევრიანების მიზნებთან

 საქართველო, 28 ოქტომბერი, საქინფორმი. მინდა, გულწრფელი იმედი გამოვხატო, რომ გუშინ არჩეული ხელმძღვანელობა ეფექტურად გაუმკლავდება ძირითად გამოწვევებს, რომლებიც ამ ქვეყნის წინაშე დგას და იმედი გვაქვს, რომ საქართველოს უფრო ახლოს მიიყვანენ იმ მიზნებთან, რაც უკავშირდება ევროკავშირში გაწევრიანებას, – ამის შესახებ ეუთო-ს სპეციალურმა კოორდინატორმა, პასკალ ალიზარდმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მადლობას უხდის საქართველოს ხელისუფლებას თანამშრომლობისთვის ამ მისიის განმავლობაში.

გულთბილი მადლობა მინდა გადავუხადო ქართველ ხალხს, რომლებიც ასე გულთბილად დაგვხვდნენ და გულთბილად მიგვიღეს კენჭისყრის დღეს“, – განაცხადა პასკალ ალიზარდმა.