პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ხელმძღვანელთა განცხადებებმა ცხადყო, რომ არჩევნები შედგა

 საქართველო, 28 ოქტომბერი, საქინფორმი. მოვისმინეთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ხელმძღვანელების მონაწილეობით პრესკონფერენცია, რამაც ცხადყო, რომ არავითარი ეჭვები და კითხვის ნიშნები არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით არ არსებობს. პირიქით, ხაზგასმით იყო აღნიშნული, რომ ის იყო კონკურენტული და მთლიანობაში ეს შეფასება ასახავს იმ სურათს, რაც არის მოცემული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, არჩევნები იყო კონკურენტული, საარჩევნო პრინციპებთან შესაბამისობაში.

გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ კონკრეტულ ტერმინებს იყენებდნენ მომხსენებლები ამ არჩევნების შეფასებისას. ისინი საუბრობდნენ არჩეულ ხელისუფლებაზე, რაც პირდაპირ ნიშნავს არჩევნების სრულად ლეგიტიმურად აღიარებას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა მისიას. ჩვენ ჯერ კიდევ თებერვილიდან დავიწყეთ მათი მოწვევა, ვიყავით ღია დაკვირვებისთვის. არჩევნები არის შემდგარი“, – განაცხადა კობახიძემ.