პოლიტიკა
ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენების თანაშემწეთა დელეგაცია საპარლამენტო უმცირესობის წევრებს შეხვდა.
მხარეებმა შეხვედრაზე უსაფრთხოების თემები, საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმები, რეგიონული თანამშრომლობის საკითხები, შიდა პოლიტიკური პროცესები და ქვეყნის განვითარების პერსპექტივები განიხილეს.
8 აგვისტოს, საღამოს, დელეგაცია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესაც შეხვდა.
საქინფორმი