საქართველო, 23 ოქტომბერი, საქინფორმი. ძალადობაზე, ძარცვაზე, ჩაგვრაზე და სიძულვილზე დამყარებული ძლიერება ბოლოს დამხობის და გაქრობის კერძი ხდება.
ამერიკის იმპერია თავისი არსებობის ორნახევარ საუკუნესაც რომ ვერ გასცდება ჩადენილი ცოდვების ისეთი საზარელი ტვირთი აიკიდა, რომ უკვე უჭირს მისი თრევა, მაგრამ ჯერ კიდევ იმორჩილებს მისი შიშით დაზაფრულთა ნაწილს. თხელტვინა პრეზიდენტი- ჯო ბაიდენი ქუჩაში გადასასვლელზე ხელის წავლების გარეშე რომ ვერ გადაივლის, თავისი პამპერსების გამომცვლელ ტუტუცთა „ბრძნული“ რჩევებით შეიძლება კაცობრიობას დიდ გამოუსწორებელ უბედურებად ექცეს, თუ დროზე არ დაასვენეს.
თავხედობაზე დამყარებული ეს ევრო-ამერიკული კავშირი ბოროტება რომ არის ნათლად და შთამბეჭდავად გაშიშვლდა საქართველოს პრემიერის ოფიციალური მიწვევით და შემდეგ არ მიღებით თავიანთი ოპოზიციად წოდებული მეხუთე კოლონის აგენტურის საამებლად და სატრაბახოდ.
ევროკავშირის ქვეყნების ხელისუფლებაში გამძვრალი ლგბტ-თა მხარდამჭერი ბღენძების მიერ სააკაშვილის და სხვა დამნაშავეთა განთავისუფლების მუქარით შენელებული მოთხოვნით კიდევ უფრო დაღრმავდნენ თავხედობის და ძალადობის გაუალობაში. საქართველოში თუ ევროპულ ინტეგრაციისკენ ლაპარაკობენ, იგულისხმება ინტელექტუალური, ზნეობრივად და მორალურად სპეტაკი და არა ლგბტ გარყვნილების სიბინძურით ამყრალებული ევროპა.
რა აქვს საქართველოს ევროკავშირში შესვლის შესახვეწი?!
ზნეობის, პატიოსნების, მეგობრობის, ერთგულების, ვაჟკაცობის, სიყვარულის, სიკეთის, უფლისმიერი სულიერი სისპეტაკის კაცობრიობის განძთაგანის-„ვეფხისტყაოსნის“ საგალობელი რომ დაუფლებოდა ქართულ გენს, მაშინ ამერიკის ხსენებაც არ იყო, ევროპაში კი ინკვიზიციის საზარელი ბოროტება და ინდულიგენციებით თაღლითობა მძვინვარებდა. ქალს მზითვად აუცილებლად „ვეფხისტყაოსანს“ ატანდნენ თაობებიც მისი სპეტაკი სულიერებით იზრდებოდნენ. რამხელაზე თავხედია ევრო-ატლანტიკური სატყუარა, რომ თავს უფლებას აძლევს საქართველოში ლგბტ სიბინძურის დაკანონება მოითხოვოს, თანაც მუქარით!
მათი მფარველობით სამშობლოს მოღალატე აღვირახსნილ თავხედთა დაუსჯელად პარპაშის არენად აქციეს საქართველოს პარლამენტი. ტრიბუნასთან მდგარ მომხსენებელს თავში მუშტს ურტყამენ. ცემა-ტყეპა, ლანძღვა, ჩხუბი, შეურაცხყოფის მიყენება, უცხოეთის აგენტ ქალთა მიერ ბინძური პლაკატების გამოფენით თავის მოწონება, რაც ნორმალური ცხოვრების პირობებში დასჯადია, აქ მათი აგენტურისათვის ყოველგვარი თავხედობა დასაშვებია.
რა მოგვიტანა ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისათვის ერთგული გოშიას მორჩილებით ხვეწნამ? - საქართველოს დაკნინება, გაღატაკება, ქართველი ერის დემოგრაფიული პრობლემები; სამშობლოს მოღალატე უცხოეთის აგენტ ძაღლიშვილთა და ლგბტ მყრალ სექსუალურ მანიაკთა პარპაში; დასავლეთის მარიონეტი ქართველთა მოღალატე ხელისუფლების უსაზღვრო ბოროტი ცოდვებით თავხედობა და დასავლეთის მორიგი ავანტიურისათვის საქართველოს ზვარაკად შესაწირად სტრატეგიული პარტნიორობით გაბითურება.
სასტიკად შეწუხებულმა ხალხმა შეძლო მოეშორებინა დასავლეთის მსახური ქვეყნის მოღალატეთა ხელისუფლება, მაგრამ ევრო-ამერიკულ ინტეგრაციას ხალხის რჩეულთა მოსპობის მეთოდების სიმრავლე არ აკლია. ჰყავთ ნაკელიდან თავამოყოფილი მატლებივით გააქტიურებული ოპოზიციურ პარტიებად და არასამთავრობო ორგანიზაციებად მომრავლებული, გულუხვად დაფინანსებული ნაძირალები; ობივატელებში და მესჩანებში სამშობლოს ერთგულების ფულზე გადამცვლელებიც მოეძებნებათ; აქვთ სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის შტაბად გადაქცეული ამერიკის საელჩო და ჰყავთ მათ მიერ პრეზიდენტად შემოტენილი უზნეო, უსამშობლო, გარყვნილი ქართველი ხალხის საძულველი მაწანწალა პარაზიტი, მას მოღალატეს ვერ უწოდებ, ის მტერია. პრეზიდენტადაც მატლებად გადაქცეულ პარტიებს ეთვლებათ; ქართველი ხალხი კი სათანადოდ შეუფასებს პარაზიტის დამსახურებას.
ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების დამხობის მცდელობა ჩაეშალათ. ახლა არჩევნებთან დაკავშრებით დესტაბილიზაციის და ქაოსის მოწყობით ეცდებიან დასავლეთის დავალების შესასრულებლად საქართველოს დაღუპვის გზაზე შეყენებას.
მთავრების და ჯარების სარდლების ურთიერთქიშპობით, მტრობით და ღალატით საქართველოს სამარცხვინოდ წაგებული გარნისის ბრძოლა, მისი მოგება თვით ჯალალ ედ დინსაც რომ უკვირდა, ქართველ ერს საზარელ უბედურებად დაატყდა თავს და დღემდე შეუხორცებელ ჭრილობად შემორჩა, რომელიც ყველა ქარტველი მამულიშვილის სინანულის გულისტკივილია.
გარნისის ბრძოლა გავიხსენე იმიტომ, რომ ძალიან საპასუხისმგებლო ბრძოლის გადატანა მოუწევს ქართველ ხალხს, რათა ამ სატანისტურმა ბოროტებამ საქართველო ომის ქურაში შეგდებით არ ამობუგოს.
მაშ, ყველანი არჩევნებზე ქართველი ერის უშფოთველი მომავლის მოსაპოვებლად!
დავით აღმაშენებლის სახელობის პრემიის ლაურეატი მწერალი - გივი სომხიშვილი
23 ოქტომბერი 2024წ.