უცხოეთი
მოლდოვაში ბიულეტენების 99.32 პროცენტის დათვლის შემდეგ მაია სანდუს ხმათა 42.31% აქვს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 3 ნოემბერს გაიმართება

 საქართველო, 22 ოქტომბერი, საქინფორმი. მოდლოვის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნების ბიულეტენების 99.32% დათვალა.

აღნიშნული მონაცემების თანახმად, მოქმედ პრეზიდენტს, მაია სანდუს ამომრჩეველთა 42.31%-მა დაუჭირა მხარი, ხოლო მოლდოვის ყოფილ გენერალურ პროკურორს, სოციალისტების მიერ მხარდაჭერილ ალექსანდრე სტოიანოგლოს – 26.09 პროცენტმა.

კანონმდებლობის მიხედვით, არჩევნების მეორე ტური ინიშნება იმ შემთხვევაში, თუ ვერცერთი კანდიდატი პირველ ტურში 50 პროცენტზე მეტს ვერ მიიღებს.

1tv.ge