საქართველო, 21 ოქტომბერი, საქინფორმი. „ოქტომბრის რევოლუცია საქართველოში 27 რიცხვშია დაგეგმილი. ზელენსკის სურს სააკაშვილის გათავისუფლება, რომელიც გეგმის მიხედვით, დროებით მთავრობას სათავეში ჩაუდგება და გამოსცემს პირველ ბრძანებულებას „მეორე ფრონტის გახსნის შესახებ“. ამიტომ ოპოზიცია შეეცდება პირველ რიგში აიღოს აეროპორტები და საზღვაო პორტები, სადაც შესაძლოა უკრაინიდან დესანტის გადმოსხმა მოხდეს.
აი რატომ არის დაგეგმილი „სამხედრო თემატიკის რამდენიმე სცენის გადაღება“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ამერიკული ფილმისთვის. მხატვრული ფილმის ერთ-ერთი ეპიზოდის გადასაღებად შერჩეულია დედაქალაქის აეროპორტის ძველი ტერმინალის ტერიტორია, სადაც იმოძრავებენ სპეციალური სამხედრო ტექნიკა და „მსახიობები“ სამხედრო ფორმებში.
ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება მზად არის დახვდეს უკრაინულ სპეცრაზმსა და მამუკა მამულაშვილის „ქართულ ლეგიონს“, - წერს არნო ხიდირბეგიშვილი თავის Facebook-გვერდზე.
2024 წლის 21 ოქტომბერი
საქართველო, თბილისი