სამართალი
დავით გამყრელიძე: ერთ კვირაში ხელისუფლებაში მოსასვლელად ვემზადებით

 საქართველო, 21 ოქტომბერი, საქინფორმი. გუშინ და დღეს ვიხილეთ, რომ აჭარის უმაღლეს საბჭოში ჩვენი კოალიციის წარდგენილი სიის ორი წევრი უცებ იღებს გადაწყვეტილებას და გადის კოალიციიდან. მინდა, მადლობა ვუთხრა სუს-ს, რომ ასე გვეხმარებიან იმ სუსტი რგოლების, ადამიანების გამოვლენაში, რომლებიც 5 000 ლარად იყიდებიან, დაშინებას ექვემდებარებიან, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, დავით გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, კოალიციაში არ სჭირდებათ ასეთი ადამიანები.

არჩევნებამდე დარჩენილია ზუსტად ერთი კვირა და ბოლო დღეებში ხელისუფლება, სუს-ძალიან გააქტიურდა ჩვენი კოალიციის მიმართ. ალბათ ყველამ იხილა ის ქსენოფობიური განცხადებები და თავდასხმები მამუკა ხაზარაძის მისამართით, ბრალდებები და შეურაცხყოფები, რომლებიც ისმის ჩვენი კოალიციის ლიდერების მისამართით, თითქოს რაიმე კავშირი არსებობდეს წინა ხელისუფლების დანაშაულებთან. გუშინ და დღეს ვიხილეთ, რომ აჭარის უმაღლეს საბჭოში ჩვენი კოალიციის წარდგენილი სიის ორი წევრი უცებ იღებს გადაწყვეტილებას და გადის კოალიციიდან, პროტესტს აცხადებს და ა.მინდა, ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა სუს-ს, რომ ასე გვეხმარებიან იმ სუსტი რგოლების, ადამიანების გამოვლენაში, რომლებიც 5 000 ლარად იყიდებიან, დაშინებას ექვემდებარებიან. დიახ, ჩვენ არ გვჭირდება ასეთი ადამიანები კოალიციაში, რადგან ჩვენ ვემზადებით ერთ კვირაში ხელისუფლებაში მოსასვლელად. ვემზადებით ამ ხელისუფლების შესაცვლელად, ამ სახელმწიფოს რუსული ჭაობიდან ამოსაყვანად და ევროპულ სივრცეში დასაბრუნებლად. ასეთი სუსტი ადამიანები, ჩანერგილი ადამიანები ჩვენ არ გვჭირდება. ასე რომ, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა სუს-და ხელისუფლებას, რომ გვეხმარებიან ამ სუსტი რგოლების გამოვლენაში. თუ კიდევ არის ვინმე, გთხოვთ, დროულად გვაცნობოთ, ათქმევინოთ, ფული გადაუხადოთ, რომ ჩვენ გასუფთავებული სიით და შემადგენლობით მივიდეთ 26 ოქტომბრამდე“, – აღნიშნა გამყრელიძემ.