პუბლიკაციები
რაში დახარჯა სოროსის ფონდმა 740 ათასი დოლარი 5 თვეში - საქინფორმი პრემიერ კობახიძეს მიმართავს

    საქინფორმი აქვეყნებს საქართველოში სოროსის ფონდის ფილიალის -„სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“ (CSF) განაცხადს დამატებითი დაფინანსების გამოყოფის თაობაზე, რადგან  2024 წლის 22 მაისს მიღებული გრანტი 740 ათასი აშშ დოლარის ოდენობით ორი მესამედით უკვე ათვისებულია (ორიგინალი - ინგლისურ ენაზე, იხ. ქვემოთ).

   სოროსის ფონდი  არა ერთადერთი, არამედ ერთ-ერთი მსხვილი უცხოური აგენტია საქართველოში. საქინფორმი ვარაუდობს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის საინტერესო იქნება, თუ რა მიზნებზე დაიხარჯა ათვისებული 437 ათას 775 აშშ დოლარი და რაში დაიხარჯება დანარჩენი თანხა - იმ დროს, როცა საქართველოში დამოუკიდებელმა მედიამ უსახსრობის გამო დიდი ხანია სული დალია, ან გაქრობის პირასაა.

მაშ ასე, საქინფორმი წარმოგიდგენთ:

 

                    დამატებითი თანხის მოთხოვნის დასაბუთება

    მე ვწერ (სავარაუდოდ, ფონდის დირექტორი ქეთი ხუციშვილი - საქინფორმი), რათა გამოვხატო ჩვენი ღრმა მადლიერება სამოქალაქო საზოგადოების ფონდისთვის (CSF) გამოყოფილი გრანტისთვის ნომრით OR2024-94088  750.000 აშშ დოლარის ოდენობით. ამ დაფინანსებამ, რომელიც მიღებული იყო 2024 წლის 22 მაისს, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ჩვენი მისიის წინსვლისა და სამოქალაქო საზოგადოების გასაძლიერებლად სხვადასხვა ინიციატივების მხარდასაჭერად უცხოური გავლენის შესახებ რუსული კანონის მიღების შედეგად გამოწვეული კრიზისისას.

   მიუხედავად ახლახან თანხების მიღებისა, ჩვენ გულმოდგინედ გამოვყავით და გამოვიყენეთ გრანტის მნიშვნელოვანი ნაწილი საკვანძო პროექტებისა და აქტივობებისთვის. ამ დროისთვის გრანტის თანხიდან 437.775 აშშ დოლარი უკვე ათვისებულია. თუმცა, ისეთი დიდი ინიციატივები, როგორიცაა კენჭისყრაში მონაწილეობა, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანიები და მოქალაქეთა მობილიზება არჩევნებზე დაკვირვებისთვის, ჯერ კიდევ წინ არის და საჭიროებს დამატებით დაფინანსებას.

   აი დაწვრილებითი ანგარიში იმის შესახებ, თუ როგორ იქნა გამოყენებული, ან გამოყოფილი თანხები აქამდე:

1. პოლიტიკური მოლაპარაკებების ხელშეწყობა: CSF-მ ხელი შეუწყო მოლაპარაკებებს პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებს შორის პარტნიორი ორგანიზაციის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის ჩატარებით, პოლიტიკური პარტიების სხვადასხვა კონფიგურაციის გამოსავლენად, რომელიც მიმართულია 5%-იანი ბარიერის გადასალახავად მოსალოდნელ საპარლამენტო არჩევნებში. გამოკითხვის შედეგების საფუძველზე შეიქმნა სამი ძირითადი ოპოზიციური ცენტრი, რათა მინიმიზებულიყო პროევროპული ხმების დაკარგვა.

2. კონსტიტუციური საჩივარი: ჩვენ დავეხმარეთ 121 ქართული არასამთავრობო ორგანიზაცისა და მედია-ორგანიზაციას, სამაუწყებლო კომპანიების, ონლაინ-პლატფორმებისა და ბეჭდური მედიის ჩათვლით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური საჩივრის მომზადებასა და შეტანაში. ეს საჩივარი სადავოს ხდის ახლახან მიღებული უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის კონსტიტუციურობას, რომელსაც, ჩვეულებრივ, რუსულ კანონს უწოდებენ.

3. საჩივარი ECHR-ში: ჩვენ დავეხმარეთ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის სახელით საჩივრის მომზადებაში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის რუსულ კანონთან დაკავშირებით, რომელზე მუშაობაც უახლოეს კვირებში დასრულდება.

4. საარჩევნო კოალიცია: ჩვენ ხელი შევუწყეთ საარჩევნო კოალიციის ჩამოყალიბებას, რომელიც აერთიანებს არასამთავრობო ორგანიზაციებს, აქტივისტთა ჯგუფებსა და რეგიონულ პირველად ორგანიზაციებს. ამ კოალიციას განზრახული აქვს 4000 დამკვირვებლის მობილიზება და კამპანიის - თქვენი ხმა - ევროკავშირს“ დაწყება.

    გარდა ამისა, ჩვენ გამოვუყავით საგრანტო სახსრები პარტნიორ ორგანიზაციებს შემდეგი მიმართულებებით:

   გრანტის მნიშვნელოვანი ნაწილი, 204,815 აშშ დოლარი, დემოკრატიის დამცველთა პროექტს გადაეცა. ეს პროექტი ეფუძნება CSO Stratcom Group-ის უნიკალურ გამოცდილებასა და დადასტურებულ რეპუტაციას შინაარსით, მიზნებითა და მასშტაბით ანალოგიური გასული წლის კამპანიების დაგეგმვასა და განხორციელებაში. პროექტის მიზანია მმართველი პარტიის დეზინფორმაციისა და ანტიდასავლური პროპაგანდის გავლენის აქტიური პრევენცია და შემცირება, რომელიც ძირს უთხრის ლიბერალური დემოკრატიის ღირებულებებს.

   ჩვენ ასევე გამოვყავით სახსრები რამდენიმე კონკრეტული პროექტისთვის 232,960 აშშ დოლარის ოდენობით:

● ForSet – გავლენიანი სახეები დემოკრატიისთვის: $20,000 გამოყოფილია კამპანიისთვის, რომელიც მიმართულია Gen Z თაობის პოლიტიკური მონაწილეობის ამაღლებისკენ სოციალურ ქსელებში გავლენიანი პირების მეშვეობით.

●საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI): $15,000 გამოიყო კამპანიაში „არა რუსეთის კანონს“ მონაწილე მომიტინგეების მხარდასაჭერად სახსრების შეგროვების მეშვეობით, აქტივისტებისთვის სასამართლოს მიკერძოებული გადაწყვეტილებებით დაკისრებული ჯარიმების დასაფარავად.

● მოძრაობა სირცხვილია - ჰაბი „შინ, ევროპისკენ“: $19,500 გამოიყო ერთობლივი აქტივისტური ცენტრის შესაქმნელად, ახალგაზრდების პოლიტიკურ პროცესში ჩასართავად.

● სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი: 23,460 აშშ დოლარი გამოიყო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში პოლიტიკური პარტიების მიმართ საზოგადოების აღქმისა და დამოკიდებულების შესასწავლად.

● წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი: $15,000 აშშ გამოყოფილია კრიზისული ჩარევისა და „რუსული კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციებისას დაშავებულ პირთა მხარდასაჭერად.

● გრანტები დამოუკიდებელ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისთვის, რომლებზეც უშუალოდ ვრცელდება რუსული კანონმდებლობის მოქმედება: 140,000 აშშ დოლარი გამოიყოფა კომპანიებისთვის: „მთის  ამბები“, „ნეტგაზეთი“, „პუბლიკა“, „სტუდია მონიტორი“ და „iFactწინასაარჩევნო პერიოდში შეუფერხებელი გაშუქებისა და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე ანალიტიკური შინაარსის გამოძიებების უზრუნველსაყოფად. წინადადებებს ამჟამად მედიის საექსპერტო კომისია განიხილავს“.

 

                            ბატონო საქართველოს პრემიერ-მინისტრო!

    როგორც ხედავთ, დასავლეთი გულუხვად აფინანსებს თავისი გავლენის აგენტებს, რომლებსაც სურთ თქვენი მთავრობისა და მმართველი პარტიის დამხობა. ამავე დროს დამოუკიდებელი მედიასაშუალებები ან დაიხურა, ან მცირე ტირაჟით გამოიცემა, რადგან „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მათ არაფრით დაეხმარა. საქართველოს მთავრობა არ გასცემს გრანტებს პროფესიონალური მედიისთვის, რომლებიც 2012 წლიდან 12 წლის განმავლობაში უანგაროდ უწევენ უპრეცედენტო საინფორმაციო მხარდაჭერას „ქართულ ოცნებას“ და მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს სააკაშვილის რეჟიმის დამხობაში მისი ღია ყოველდღიური კრიტიკის მეშვეობით. ხელისუფლება რატომღაც არ აქცევს ყურადღებას, რომ დამოუკიდებელი მედიის ტირაჟირება  მონოპოლიზებულია და რეკლამა განთავსდება მხოლოდ პროდასავლურ ან პროსამთავრობო ტელეარხებზე.

   საქინფორმი მოგმართავთ პრემიერ-მინისტრს არა იმიტომ, რომ  სამართალდამცავმა ორგანოებმა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე საქართველოში სოროსის ფონდის დაფინანსების შესახებ ინფორმაციაზე  რეაგირება მოახდინონ (თუკი ამის შესახებ პირველად საქინფორმისგან შეიტყვეს). საქინფორმს არანაკლებად სენსაციური მასალები გამოუქვეყნებია, მაგალითად, საქართველოს მოქალაქის მიერ მძიმე შეიარაღებით უკანონო ვაჭრობის შესახებ, მაგრამ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ამას არანაირი რეაქცია არ მოჰყოლია. საქინფორმის რედაქციაში უკვე მიეჩვივნენ, რომ სამინისტროები და „ცხელი ხაზები“, მათ შორის შსს-ს გენერალური ინსპექცია და თბილისის მერია, არ პასუხობენ ჩვენს წერილებსა და ზარებს.

   საქინფორმი პრემიერ-მინისტრს მიმართავს იმიტომ, რომ კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომელმაც ალიაქოთი გამოიწვია საქართველოსა და დასავლეთში, არ მუშაობს. არჩევნების შემდეგ საქინფორმი მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას მის აღსრულებაში ხარვეზების შესახებ.

   ისე, რატომ არ გამოაქვეყნა იუსტიციის სამინისტრომ იმ ორგანიზაციების სია, რომლებიც პროტესტის ნიშნად დეკლარაციების შევსებაზე უარი თქვეს? განა მოქალაქეებს უფლება არ აქვთ იცოდნენ ვინ არიან ეს მავნე კანონდამრღვევები და დაჯარიმდნენ თუ არა იდიდ? თუ - კი, მაშინ რა ოდენობით? შედის თუ არა მათ რიცხვში სოროსის ფონდი, რომლის დაფინანსების 100% უცხოური გრანტები წარმაოდგენს? და რა უნდა იღონონ იმ მოქალაქეებმა, რომლებსაც არ აქვთ კომპიუტერი და ინტერნეტი? რატომ არ აქვს ხელისუფლებას თავისი გაზეთი, საიტი, ჟურნალები? და თუ ამაზე ფული არ არის, წარადგინეთ საგრანტო განაცხადი - სოროსის ფონდი მას დააკმაყოფილებს.

საქინფორმი
2024 წლის 21 ოქტომბერი
საქართველო, თბილისი

განაცხადიორიგინალი:

 

                     Justification for additional funds’ request

   I am writing to express our deep gratitude for the grant of $750,000 awarded to the Civil Society Foundation (CSF) under Grant Number OR2024-94088. This funding, received on May 22, 2024, has been instrumental in advancing our mission and supporting various initiatives aimed at strengthening civil society during the crisis caused by the adoption of the Russian Style Law on Foreign Influence.

Despite receiving the funds recently, we have diligently allocated and committed a substantial portion of the grant to key projects and activities. So far, $437,775 of the grant amount has already been committed or utilized. However, major initiatives such as get-out-the-vote efforts, public awareness campaigns, and citizen mobilization for election monitoring are still ahead and require additional funding.

Here is a detailed account of how the funds have been utilized or committed so far:

1. Facilitation of Political Negotiations: The CSF facilitated negotiations among pro-Western opposition parties by deploying a public research poll, conducted by a partner organization, to test various political party configurations aimed at surpassing the 5% threshold for the upcoming parliamentary elections. As a result of the poll findings, three main opposition centers were established to minimize the loss of pro-European votes.

2. Constitutional Complaint: We assisted to prepare and lodge a constitutional complaint before the Constitutional Court of Georgia on behalf of 121 Georgian NGOs and media organizations, including broadcasters, online platforms, and print media. This complaint challenges the constitutionality of the newly adopted law on the transparency of foreign influence, commonly referred to as the Russian Law.

3. ECHR Complaint: We assisted to prepare a complaint for the European Court of Human Rights on behalf of Georgian NGOs and media regarding the Russian Law that is being finalized in the coming weeks.

4. Election Coalition: We facilitated the formation of an election coalition that united NGOs, activist groups, and regional grassroots organizations. This coalition aims to mobilize 4,000 observers and launch the "Your Vote to the EU" campaign.

Moreover, we allocated the grant funds to the partner organizations in the following directions:

A significant portion of the grant, $204,815, has been dedicated to the Democracy Defenders project. This project is based on the unique experience and proven track record of the CSO Stratcom Group in planning and executing last year’s campaigns similar in content, objectives, and scale. The objective of the project is to proactively pre-empt and reduce the impact of the ruling party’s disinformation and anti-Western propaganda undermining the values of liberal democracy.

 

We also have allocated funds to several specific projects amounting to $232,960:

● ForSet - Influencers for Democracy: $20,000 allocated for a campaign aimed at increasing Generation Z's political participation through social media influencers.

● Georgian Democratic Initiative (GDI): $15,000 allocated to support protesters of the "No to Russian Law" through a fundraising campaign to cover the fines imposed on activists by biased decisions of courts.

● Shame Movement - Home towards Europe Hub: $19,500 allocated for creating a collaborative activist center to engage young people in the political process.

● Institute of Social Studies and Analysis: $23,460 allocated for researching public perceptions and attitudes towards political parties in the context of the 2024 parliamentary elections.

● Georgian Centre for Psychosocial and Medical Rehabilitation of Torture Victims: $15,000 allocated for crisis intervention and support for individuals affected during protests against the "Russian law."

Grants to independent media outlets directly affected by the Russian Law: $140.000 is to be allocated to Mtis Ambebi, Netgazeti, Publika, Studio Monitor and iFact to ensure uninterrupted reporting, investigative and analytical content of public interest in the pre-Election period. Proposals are currently reviewed by the Media Expert Commission.