აქტუალური
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7171 ლარი გახდა

 საქართველო, 18 ოქტომბერი, საქინფორმი. 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7171 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7171 ლარი გახდა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.7143 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0028 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9516 ლარია. მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.9567 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0051 ლარი შეადგინა.

გუშინდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.