აქტუალური
პრემიებში მოცურავენი

esarTiaროგორც საქინფორმის რეგიონული კორესპონდენტი სამეგრელოში ზუგდიდიდან გვატყობინებს, ივლისში ხელფასთან ერთად ხელფასს გათანაბრებული პრემიები აიღეს ზუგდიდის ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებმა.

პრემიები ზუგდიდელმა მაღალჩინოსნებმა პეტრეპავლობისა და ვლაქერნობის დღესასწაულთან დაკავშირებით აიღეს. ზუგდიდის გამგეობის, გამგეობის სამსახურების, საკრებულოს, სამხედრო აღრიცხვის სამსახურისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა პრემიები არა დამსახურების, არამედ რელიგიურ დღესასწაულთან დაკავშირებით მიიღეს. მაათი გაცემის შესახებ განკარგულება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გასცა. სულ ერთიანობაში ბიუჯეტიდან 80 ათას ლარზე მეტი დაიხარჯება. ამ თანხიდან 2360-2360 ლარი მიიღეს პრემიის სახით ზუგდიდის გამგებელმა ალექსანდრე ქობალიამ და საკრებულოს თავმჯდომარე ლევან კონჯარიამ.

შეგახსენებთ, რომ შარშან საკრებულოს პრემიებისა და ხელფასებისათვის 260 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა, გამგეობამ თანამშრომლების ხელფასებსა და პრემიებზე კი მილიონ-ნახევარი ლარზე მეტი „გაიღო“.

ადგილობრივი მთავრობა პრემიებისთვის ათასობით ლარს ხარჯავს, ზუგდიდში სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების განსახორციელებლად კი სულ 630 ათასი ლარია გამოყოფილი.

 

საქინფორმი