უცხოეთი
მედია - ჯო ბაიდენი გერმანიაში 18 ოქტომბერს ჩავა

 საქართველო, 14 ოქტომბერი, საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გერმანიას პარასკევს, 18 ოქტომბერს ეწვევა. ამის შესახებ Reuters-ი გერმანიის მთავრობაში წყაროებზე დაყრდნობით წერს.

წყაროების თქმით, ბაიდენის ვიზიტს არ ექნება ოფიციალური სახელმწიფო ვიზიტის სახე და შემოიფარგლება ერთობლივ მუშაობაში მონაწილეობით.

Spiegel -ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით კი, ბაიდენს ოფიციალური შეხვედრები დაგეგმილი აქვს გერმანიის კანცლერთან და პრეზიდენტთან.

როგორც ცნობილია, ჯო ბაიდენის ვიზიტი გერმანიაში ქარიშხალ „მილტონის“ გამო გადაიდო.

interpressnews.ge