რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის ბოლო სავიზო შეზღუდვების მოხსნით დასავლეთს სახეში სილა გააწნა!

     რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის 10.10.2024 წლის №873 ბრძანებულება „რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის 2023 წლის 10 მაისის №335 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე „საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთის ფედერაციაში შესვლისა და რუსეთის ფედერაციიდან გასვლის პროცედურის შესახებ“ ნიშნავს, რომ ამიერიდან საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ რუსეთის ფედერაციაში უვიზოდ დარჩენა 90 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში შეუზღუდავი ვადით, მათ შორის შრომით საქმიანობით დაკავება და განათლების მიღება.

   ვლადიმერ პუტინის ბრძანებულება გამოქვეყნდა ევროპარლამენტის მიერსაქართველოში დემოკრატიის რეგრესისა და პოლიტიკური პლურალიზმის საფრთხეების შესახებ სამარცხვინო რეზოლუციის მიღებიდან მეორე დღეს, რომელიც ითვალისწინებს რიგ სადამსჯელო ზომებს ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ, მათ შორის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას შენგენის ქვეყნებთან და ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის შესვლის აკრძალვა.

პუტინმა თავისი განკარგულებით სახეში სილა გააწნდასავლეთს და მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს მოქალაქეებს იმის დემონსტრირებით, რომ ისინი მარტონი არ არიან და რუსეთის კარი მათთვის ფართოდ ღიაა!

   ჩვენ არ დაგვვიწყებია, თუ როგორ დასრულდა ნატოს „ღია კარის“ პოლიტიკა საქართველოსთვის - ერაყსა და ავღანეთში უაზროდ დაღუპულებითა და დაჭრილებით!

   ჩვენ ასევე ვნახეთ, თუ როგორ დასრულდა ევროკავშირის „ღია კარის“ პოლიტიკა საქართველოსთვის, ულტიმატუმით - ან ქართველები დააკანონებენ ერთსქესიანთა ქორწინებას, სქესის შეცვლას, გეი-აღლუმებსა და ლგბტ-პროპაგანდას, ანდა ევროპის კარები მიიხურება ევროპულ სტანდარტებისთვის შეუსაბამო საქართველოსთვის!

   სამაგიეროდ, ქართველების მისაღებად მზადაა რუსეთი, სადაც ისინი ტრადიციულად კვალიფიციურ სამუშაო ადგილებზე არიან დასაქმებულები და არა მომვლელებად, მეძავებად და მძღოლებად, როგორც დასავლეთში! რუსეთში ქართველები მდიდრდებიან და საზოგადოებაში პატივისცემით სარგებლობენ!

   რუსეთი მზადაა, უბრალო ქართველი ბავშვები ჩარიცხოს საუკეთესო უნივერსიტეტებში მისაღები გამოცდების გარეშე და მისცეს ფასო განათლება, უზრუნველყოს სტიპენდიითა და საერთო საცხოვრებლით. ისინი მიიღებენ აკადემიურ მრავალფეროვან განათლებას - გაცილებით უკეთესს, ვიდრე ვიწრო სპეციალისტები - დასავლური უნივერსიტეტების კურსდამთავრებულები, რომელთა სწავლისთვის მათი მშობლები - მდიდარი ქართველები - ასტრონომიულ თანხებს იხდიან!

   ვფიქრობ, ამის შემდეგ გაქარწყლდება ის უკანასკნელი ეჭვებიც, თუკი ვინმეს მაინც შემორჩა - საქართველოს გზა დასავლეთისაკენ კი არა, ჩრდილოეთისაკენ გადის, სადაც ის უყვართ და პატივს სცემენ და არა აშინებენ და აწყენინებე!

  არნო ხიდირბეგიშვილი,
საქართველოს საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“-ს გენერალური დირექტორი და მთავარი რედაქტორი, უშიშროების, სტრატეგიული ანალიზისა და საინფორმაციო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი

2024 წლის 14 ოქტომბერი
საქართველო, თბილისი