სამართალი
„ენგურჰესი“: აბსურდია ინფორმაცია ენგურის ხიდის დაკეტვის შესახებ ოკუპანტებთან მოლაპარაკებაზე

  საქართველო, 11 ოქტომბერი, საქინფორმი. „ენგურჰესის“ თანამშრომლებისთვის პირადობის მოწმობების ჩამორთმევის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის განცხადება სრული სიცრუე, – ამის შესახებ „ენგურჰესის“ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამის დამადასტურებელი ვერანაირი მტკიცებულება ფიზიკურად ვერ იარსებებს.

გვსურს, გამოვეხმაუროთერთიანი ნაციონალური მოძრაობისზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარის, ანა წითლიძის განცხადებას, რომელიც შპსენგურჰესისდირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის, ლევან მებონიასა და შპსენგურჰესისდისკრედიტაციის კამპანიის გაგრძელებაა.

შესაბამისად, ანა წითლიძის ცილისმწამებლური ბრალდებების რიტორიკაც არჩევნებიდან არჩევნებამდე უცვლელია. კატეგორიულად ვაცხადებთ, რომერთიანი ნაციონალური მოძრაობისწარმომადგენლის მიერ გავრცელებული განცხადებაენგურჰესისთანამშრომლებისთვის პირადობის მოწმობების ჩამორთმევის შესახებ არის სრული სიცრუე და დეზინფორმაცია. ის უტიფრად იტყუება, როდესაც მსგავსფაქტზესაუბრობს, რადგან ასეთი რამ არასდროს მომხდარა, შესაბამისად, ვერანაირიმტკიცებულებაფიზიკურად ვერ იარსებებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, ასევე სიმართლეს არ შეესაბამება ენგურის ხიდის დაკეტვასთან დაკავშირებით რუს ოკუპანტებთან მოლაპარაკების შესახებ ინფორმაცია.

რაც შეეხება მეორე, კიდევ უფრო მძიმე და ცილისმწამებლურ ბრალდებასენგურის ხიდის დაკეტვასთან დაკავშირებით რუს ოკუპანტებთან მოლაპარაკების შესახებ, ესინფორმაციაცასევე სრულიად აბსურდული და ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. გვინდა, კიდევ ერთხელ განვმარტოთ, რომ ანა წითლიძე ატარებს მიზანმიმართულ კამპანიას, რომელიც არა მარტო ლევან მებონიას, არამედ შპსენგურჰესისადა მისი თანამშრომლების დისკრედიტაციისკენ არის მიმართული. ასეთივე ცილისმწამებლური განცხადებებით ის წინა წლებშიც გამოირჩეოდა. აქედან გამომდინარე, ვიტოვებთ უფლებას, შემდგომი რეაგირებისთვის მივმართოთ შესაბამის ორგანოებს, რათა მსგავსი განცხადებები სათანადოდ იქნას გამოძიებული და სამართლებრივი პასუხი გაეცეს“, – ნათქვამია განცხადებაში.