სამართალი
საქართველოს რამდენი მოქალაქეა რეგისტრირებული ქვეყანაში: ბოლო მონაცემები

 საქართველო, 11 ოქტომბერი, საქინფორმი. 2024 წლის 1-ელის ოქტომბრის მდგომარეობით ქვეყანაში რეგისტრირებული იყო 4.562,181 საქართველოს მოქალაქე, ნათქვამია პარლამენტის დეპუტატის შეკითხვის პასუხად სამოქალაქო სერვისების სააგენტოს მონაცემებში.

სააგენტოს ინფორმაციით, კონკრეტულ მისამართებზე რეგისტრირებული 4.562,181 მოქალაქიდან 3.604,188 სრულწლოვანია, 957.993 კი 18 წლამდე პირები.

გაცნობებთ, რომ სააგენტო, მისი კომპეტენციის ფარგლებში, არ ფლობს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ ამ პირთაგან რამდენი პირი არის საქართველოში მუდმივად მცხოვრები", - ნათქვამია ინფორმაციაში.

საქართველოში რეგისტრირებული მოქალაქეების თემა პარლამენტის არჩევნების მოახლოებასთან ერთად განსაკუთრებით აქტუალური გახდა.

საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად მხოლოდ პარტიული სიებით და ხმის მიცემის ელექტრონული სისტემით გაიმართება - გამოყენებული იქნება ახალი ბიულეტენები და სპეციალური დამთვლელი მანქანა. ახალი ტექნოლოგიები საარჩევნო უბნების 90%-ზე იქნება დანერგილი.

ამასთან, ეს იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიული კენჭისყრის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.