პოლიტიკა
სკანდალი! copoka.net სატელეფონო საუბრების ახალ სენსაციურ ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს!

1

საინფორმაციო პორტალმა „copoka.net“-მა ა.წ. 4 აგვისტოს (იმ დღეს, როცა რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი ქ.სოჭში „ПИК“-ს, „Russia Today“-ს და „Эхо Москвы“-ს ტელეინტერვიუს აძლევდა საქართველოს თაობაზე) გამოაქვეყნა სატელეფონო საუბრების ფარული ჩანაწერები, რომლებშიც, როგორც ზემოაღნიშნული ვებსაიტი ამტკიცებს, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი, შსს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი შოთა უტიაშვილი, შსს-ის პრესსამსახურის უფროსი შოთა ხიზანიშვილი, იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი და საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საუბრობენ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ფოტოგრაფების საქმეზე.

საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო საქინფორმი არ არის პასუხისმგებელი აუდიოჩანაწერების სანდოობაზე, რომელთა ყურადღებით გაცნობისას საკმაოდ ბევრი შეკითხვა ჩნდება, არანაკლები, ვიდრე თავად ფოტოგრაფების საქმესთან დაკავშირებით. მიუხედავად ამისა, საქართველოში სოროსის ფონდის საინფორმაციო პროექტი „netgazeti.ge-ს კვალდაკვალ (ფონდი ღია საზოგადოება საქართველო, OSGF), საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო საქინფორმი აქვეყნებს ამ ინფორმაციას (გაშიფრული აუდიოჩანაწერის სტენოგრამის სახით), თუმცა ხელისუფლებას, რედაქციის გასაოცრად, აუდიოჩანაწერების აუთენტურობა არ დაუდასტურებია (არ უარუყვია და კომენტარისგანაც თავს იკავებს).  

 

სატელეფონო ჩანაწერი №1, ვანო მერაბიშვილიშოთა უტიაშვილი:

„უტიაშვილი“: ალო!

„მერაბიშვილი“: შენა, და მანდ დოკუმენტები ბევრი არ გინდა, 100 და 200 კი არ გინდათ...

„უტიაშვილი“: არა, ახლა მე აქ მაქ რამდენიმე დოკუმენტი, ერთი 7 დოკუმენტი კარგი, გემრიელი, კარგი!

„მერაბიშვილი“: ჰო, მეტი არ გინდათ.

„მერაბიშვილი“: და რა მაინტერსებს კიდე, კითხე მაზმიშვილს, ეს ტიპი ხო ვიღაცასთან, გარდა ამ მთავარი ტიპისა, მე მგონი, რაღაცა ქონდა კიდე ამ პრეზიდენტის იმას უცხოეთში...

„უტიაშვილი“ : პრეზიდენტისას ქონდა უცხოეთშიო?! ამ ტიპის გარდაო?! ამ გედენიძეს ქონდაო გარდა ქურციკიძისა? (პაუზა) არაო...

„მერაბიშვილი“: სქემაში რაღაცა იყო. სქემა რომ მომიტანეს, იქ იყო რაღაცა, რომ...

„უტიაშვილი“: (უტიაშვილი ვიღაცას ელაპარაკება, პაუზა).

„უტიაშვილი“: არაო, არაო, გედენიძეს არა, ქურციკიძეს, მაგრამ ისეთი რა...

„მერაბიშვილი“: არა, არა, რუსეთის რაღაც, „ჩერეზ“ გერმანია, არა, ხო?

„უტიაშვილი“: ააა, ვიცი, ვიცი, კონტაქტი ქონდა ამ  EPA-ს (ევროპის პრესფოტოსააგენტო) წარმომადგენელთან რუსეთში, რომელიც ლეგიტიმური ტიპია, რა... და მეორე ქალთან კიდევ, რომელიც ასევე ლეგიტიმურია.

„მერაბიშვილი“: და რა მაინტერესებს კიდე – აი, ის ტელეფონების საუბრები ნახე?

„უტიაშვილი“: ჰო, ეგ არ გამოგვადგება არაფერში.

„მერაბიშვილი“: რომელი, კაცო?!

„უტიაშვილი“: აი ის საუბრები, არაფერ შედეგს არ მოგვიტანს.

„მერაბიშვილი“: არა, კაცო, მაგას არ გეუბნები, სინიცინთან და იმასთან რომაა!

„უტიაშვილი“: ააა, მაგას ვაჩვენებთ აუცილებლად, ოღონდ რაღაც ნაწილს გავაშავებთ.

„მერაბიშვილი“: ჰო, გავაშავოთ. ვისი ნარეკია – სინიცინის ამასთან, თუ ორივე?

„უტიაშვილი“: ქურციკიძეს აქვს დანარეკი და კიდევ ამისგან აქვთ საერთო კონტაქტი, რომელიც 24-შიც იყო და 31-შიც.

„მერაბიშვილი“: 11-ში სინიცინი უკავშირდებოდა ვიღაცას?

„უტიაშვილი“ : არა, რაღაც ნომერზე, რომელზეც ადრე სინიცინი რეკავდა 24–ში, 31–ში რეკავდა ესეც, რა...

„მერაბიშვილი“: და თვითონ პირდაპირი კავშირი არის – ამას და სინიცინს შორის?

„უტიაშვილი“: (უტიაშვილი ეკითხება ვირაცას და მერე პასუხობს) კი, კი!

„მერაბიშვილი“: ამისი ზარები არის სინიცინთან და ოკროკოვთანაცო?

„უტიაშვილი“: კიო.

„მერაბიშვილი“: 4–ში და 5–ში, ხო?

„უტიაშვილი“: (უტიაშვილი ეკითხება ვიღაცას: 4–ში და 5–ში? მერე პასუხობს) ოთხშია მარტო. (არ ისმის)

„მერაბიშვილი“:  კარგი, რა უნდა მეკითხა კიდე... და შენ რომ მითხარი – განმცხადებელიო, ვინ დადო ეგ განცხადება?

„უტიაშვილი“:  ეგ განცხადება დადო ამ ტიპმა რუსეთში.

„მერაბიშვილი“:  ააა,   EPA ამბობს მე მივეცი ფული იმასო?

„უტიაშვილი“:  ჰო, ჰო.

„მერაბიშვილი“:  ააა, მე ვიფიქრე აბდალაძესთან, ფული ვიპოვეთ იმასთან, ხო?

„უტიაშვილი“:  ქურციკიძესთან.

„მერაბიშვილი“:  და იმათმა თქვეს – ფული ჩვენ მივეცითო?

„უტიაშვილი“:  ჰო!

„მერაბიშვილი“:  რუსმა, და არა დირექტორმა, ხო?

„უტიაშვილი“:  რუსმა, რუსმა, ხო!

„მერაბიშვილი“: ეგ „ვაბშე“ რა ორგანიზაციაა?

უტიაშვილია: დიდია, რა, ფოტოსააგენტოა, დაახლოებით როიტერის ზომის რა, ეგ დააარსეს ერთად დოიჩეპრესმა და ფრანსპრესმა.

„მერაბიშვილი“: რა ჩათლახები ვართ, სწრაფად მივეცით ახლაო, ხო?

„უტიაშვილი“: ხო, ახლა... (არ ისმის)

„მერაბიშვილი“:  (იცინის)

„უტიაშვილი“: მარა, ეს ტიპი სხვა რაღაცას იძახის, რაღაცა ოფისის ხარჯებიც იყოო...

„მერაბიშვილი“:  ხო, მარა... (არ ისმის)

„უტიაშვილი“: ხო, არაფერი არ არის, ხო. ხო ეგ არ არი არაფერი, ეგ არ არი მტკიცებულება. მტკიცებულება არი, რომ ეგ ქაღალდები ქონდა, რა...

„მერაბიშვილი“:  არი, როგორ არ არი, ფული რომ გაქვს ამხელა...

„უტიაშვილი“: რა დავარქვათ, თუ ახლა ვიტყვით, რომ  ამას ხელს აფარებს, გამოვა, რომ მთელი ორგანიზაცია...

„მერაბიშვილი“:  არა, მაგას არ გეუბნები, კაცო!

„უტიაშვილი“: ხო, ხო...

„მერაბიშვილი“:  ნორმალური ადამიანი 9 ათას ევროს სახლში არ აჩერებს, ხო...

„უტიაშვილი“ :  ხო, თუმცა ახლა ეგ მტკიცებულება არ არი...

„მერაბიშვილი“:  არა, სხვა რაღაცეებთან ერთად ახლა არი, და ისე – არ არი. სხვა სატელეფონო საუბარი არაფერში არ გამოდგება, ხო?

„უტიაშვილი“:  არა, არა, ის „ვაბშე“ თავიდან არ უნდა გვეჩვენებინა, რა: ანგარიში გამომიგზავნე, ანგარიშზე ჩაგირიცხავ...

„მერაბიშვილი“:  თუმცა, ფიზიკურად არც ერთს არ უნდა ეკეთებინათ, ხო?

„უტიაშვილი“: ფიზიკურად არ უნდა ეკეთებინათ გედენიძეს და აბდალაძეს. და ქურციკიძეს იძახიან, რომ ჩვენც ვაკეთებთ მაგასო.

„მერაბიშვილი“:  აბდალაძეს არ უნდა ეკეთებინა, ხო?

„უტიაშვილი“: არ უნდა ეკეთებინა, ხო.

„მერაბიშვილი“:  არც აბდალაძეს, და არც გედენიძეს, ხო? ორივე ხო ის იყო, სახელმწიფოს თანამშრომელი, ხო?

„უტიაშვილი“:  ერთი სახელმწიფოს თანამშრომელი იყო „ჩოტკად“, ეს – გედენიძე, და ის „ალიას“ ტიპი იყო კონტრაქტით საგარეოსთან. და იყო AP –ს სტრინგერი.

„მერაბიშვილი“:  ააა, AP–შიც მუშაობდა? კაი, კაი, მოკლედ, კაი.

 

სატელეფონო ჩანაწერი №2, ვანო მერაბიშვილიზურაბ ადეიშვილი:

„ადეიშვილი“: ჰო!

„მერაბიშვილი“:  მეტი რა ვქნათ ახლა?

„ადეიშვილი“:  არაფერი, აი ახლა უნდა ვნახო ... (არ ისმის)

„მერაბიშვილი“:  მო…ათ დედის პრ..ი?

„ადეიშვილი“:  კი!

„ადეიშვილი“: კარგი, ახლა...

„მერაბიშვილი“:  მიშა ატრაკებს რამეს, თუ..?

„ადეიშვილი“: ყველაფერი კარგად არი.

„მერაბიშვილი“:  ამ აღიარების მერე რამე შეკითხვა ექნება?

„ადეიშვილი“: შეკითხვა აღარა აქვს. ახლა ვნახავ და ... (არ ისმის) წავალ, დავიძინებ.

„მერაბიშვილი“:  აუ, რა საჩივრებია, იცი?! გასუქების თუ არ გეშინია?

„ადეიშვილი“: ვაა!..

„მერაბიშვილი“:  თუ გინდა, რომ არ გასუქდე, აქ უნდა წამოხვიდე. მაქ თავს ვერ შეიკავებო.

„ადეიშვილი“: კაია, კაი...

„მერაბიშვილი“: ბიჭო, როგორი პონტია, იცი, ისეთი გრილი ნიავია, ზღვიდან, სულ ნიავია, რაა...  „ვაბჩე“ ვერა ვგრძნობ სიცხეს! კაი ნიავია, ჩქარი კი არ არი, ნიავია, რა...

„ადეიშვილი“: კაი, ბატონო, კაი.

„მერაბიშვილი“:  ახლა უთხარი მიშას  და გიგას, არის თუ არა ეს ბილეთი...

„ადეიშვილი“: გიგასაც ხომ არ ჯეროდა და აქედან გამომდინარე მას არ ვეტყვი.

„მერაბიშვილი“:  რა?

„ადეიშვილი“: არ ვეუბნები ჯერ.

„მერაბიშვილი“:  გიგას?

„ადეიშვილი“: ჰო! (იცინის)

„მერაბიშვილი“:  რატომ?

„ადეიშვილი“: იმიტომ რომ... (არ ისმის)

„მერაბიშვილი“:  ახლა მე დავურეკავ, ვაგინებ.

„ადეიშვილი“: კაი, კაი...

 

სატელეფონო ჩანაწერი №3, ვანო მერაბიშვილიშოთა ხიზანიშვილი:

„მერაბიშვილი“: აბა გვითხარი.

„ხიზანიშვილი“: ასეთ რაღაცას ამბობს, ზურა ქურციკიძეს ვიცნობ დიდი ხანიაო, მაგრამ ის განსაკუთრებით დამიახლოვდაო მას შემდეგ, რაც დავიწყე მუშაობა პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიო და თავიდან მომთხოვა ფოტოების მიცემა მისთვისო პრეზიდენტის ვიზიტების და შეხვედრების შესახებო. და მაში გარკვეულ საზღაურს მიხდიდაო. მერე გარკვეული პერიოდის მერე მითხრაო, რომ ამ ფოტოებთან ერთად გამეკეთებინა კომენტარებიცო – ვინ იყო შეხვედრაზე, ვის გადაუღო ფოტოები. და ამისთვის გამიზარდა ანაზღაურებაო. გარკვეული პერიოდის მერე მომთხვა დამატებითი ინფორმაციის მიწოდებაო, რომელიც უკვე ჩემს ფოტომასალას აღარ ერგებოდაო, ვიცოდი სპეცსამსახურებთან ქონდა კავშირო და მოსკოვში აგზავნიდა ამ ფოტოებს და ვუთხარი უარიო, მაგრამ ფოტოები, რომელიც მიცემული მქონდაო და ფული მქონდა აღებულიო, მითხრა, რომ ამას ჩემს საწინააღმდეგოდ გამოიყენებდაო. ამის შემდეგ შემეშინდაო დაშანტაჟებისო და ურთიერთობა გავაგრძელეო. ფულს მიხდიდა თავიდან ნაღდი ანგარიშწორებითო, და ბოლოს მითხრაო – საბანკო რეკვიზიტები მომეცი, რომ აწი ანგარიშზე გადმოგირიცხო ფულიო.

„მერაბიშვილი“: ... (არ ისმის)

„ხიზანიშვილი“: კანფეტი. არა ამაზე მეტი არც უნდა იყოს. და ჩვენ ხომ არ შევამციროთ სატელეფონო საუბრები, ქურთაზე რომ არის ლაპარაკი?

„მერაბიშვილი“:  ხო.

„ხიზანიშვილი“: მე შევამცირე ეგ. შემცირებული ვარიანტი მაქვს. ტყეშელაშვილმა მოუსმინა და ხომ არ გავზარდოთო და სულ სატელეფონო საუბრები არის სამი წუთი და 10 წამი.

„მერაბიშვილი“:  იყოს, იყოს, ყველაფერიც იყოს.  აღიარებაც გაქ...  (არ ისმის) აღიარა?

„ხიზანიშვილი“:  მე ახლა წამოვედი, ადეიშვილმა – მოიტა, მაჩვენეო. და ცოლიც მზად არის, რომ გველაპარაკოს.

 

სატელეფონო ჩანაწერი №4, ვანო მერაბიშვილიშოთა უტიაშვილი:  

„მერაბიშვილი“: ჩადეთ კომპიუტერში და სკანერზე გადაიღეთ. თუ შენი კომპიუტერშჩიკები არ გყავს, კოტარია დაგახმარებს. დაუკავშირდი.

„უტიაშვილი“: არა, არა.

„მერაბიშვილი“: მით უმეტეს, თუკი კომპიუტერის სპეციალისტები გყავს. მოიყვანე ეგ ხალხი. დასხდნენ და მთელი ღამე იმუშაონ.

„უტიაშვილი“: ჰო, ჰო.

„მერაბიშვილი’: აიღეთ ეს დოკუმენტები. კიდევ ერთხელ გეუბნები, გრიფი „საიდუმლო“ არ უნდა მოიხსნას. დაასკანირეთ. და ლამაზად, აკურატულად დაადეთ სიშავე.

„უტიაშვილი“: ჰო.

„მერაბიშვილი“: ოღონდ ეცადეთ, სიშავე მაქსიმალურად ცოტა დაედოს, რომ რაც შეიძლება მეტი ინტრიგა იყოს. გაიგე?

„უტიაშვილი“: კი.

„მერაბიშვილი“: არ არის საჭირო, ყველაფერი მთლიანად გაშავდეს. გაიგე?

„უტიაშვილი“: ჰო, ყველაფერი არა. მაგრამ ნახევარი იქნება.

„მერაბიშვილი“: ოღონდ აი, ასე უნდა იყოს. იქ რომ რაღაც სიტყვები წერია? გვარი და სახელი წერია? ეგენი დატოვე, გაიგე?

„უტიაშვილი“: ჰო.

„მერაბიშვილი“: რამდენიმე ფრაზა. ჯერ ერთი, თუ ეს დოკუმენტები გადაცემულია, ესე იგი, ისინი საიდუმლოა.

 

სატელეფონო ჩანაწერი №5, ვანო მერაბიშვილიმიხეილ სააკაშვილი:

„მერაბიშვილი“: ალო!

„სააკაშვილი“: ჰო?

„მერაბიშვილი“: გიორგაძესთან ვიყავიო.

„სააკაშვილი“: გარიგება დაუდეთ?

„მერაბიშვილი“: არა, კაცო, რა გარიგება დაუდეთ ჯერ!.. ჯერ ადვოკატმა უნდა მოგვცეს ჩვენება და ტელევიზიით უნდა გამოვიდეს, თორე… ეხლა პირობა აქვს მაგას წამოყენებებული, რომ სამ წელზე მეტი არ მომცეთო და ჩვენ ეხლა ვევაჭრებით.

„სააკაშვილი“: ჰოდა, კაია.

„მერაბიშვილი“: რა გარიგება უნდა დავუდოთ! თუ ტელევიზორში გამოვა და რაღაცას იტყვის, შეიძლება, მერე ორი წელი მივცეთ. მერე, თუ კიდევ რაღაცას იტყვის – კიდევ ერთი წელი. „ვაბჩე“, მამენტ, თუ ყველაფერს მოყვება, შეიძლება გარიგებაც დავუდოთ.

„სააკაშვილი“: ჰო.

„მერაბიშვილი“: 2002 წელში დამავერბოვკეს ცხინვალში რუსებმაო. რა გინდოდა ცხინვალში 2002-შიო? კონტრაბანდა გადმომქონდაო.

სააკაშვილი: დაჭერილი ყავდათ.

მერაბიშვილი: კონტრაბანდა გადმომქონდა და დამიჭირესო. (პაუზა)

„მერაბიშვილი“: ალო?!

„სააკაშვილი“: ჰოდა, ხომ გაბაზრდა მანდ, რომ მისცა ჩვენება?

„მერაბიშვილი“: სად გაბაზრდა? ჯერ არ გაბაზრებულა. ჯერ ადვოკატის გარეშეა.

„სააკაშვილი“: მეორე ხომ გაბაზრდა?!

„მერაბიშვილი“: მეორე გაბაზრდა, კი. ის გამოვიდა, ბესელია. პირველი ჩვენება მისცაო, მარა ვაჟკაცურად დგასო.

„სააკაშვილი“: (გაურკვევლად რაღაცას ამბობს)

„მერაბიშვილი“: სასაცილო ამბავი გითხრა?

„სააკაშვილი“: საფრანგეთში ვარ, ხო იცი?!

„მერაბიშვილი“: ვიცი. ვიცი, სადაც დგეხარ. (იცინის) კაცი ხარ და ვაჟკაცივით უნდა იყოო, რა!

„სააკაშვილი“: ჰო.

„მერაბიშვილი“: მე ასეთი ქმარი არ მინდაო, შერცხვენილი გამოვიდეს ციხიდანაო!

„სააკაშვილი“: ჰო...

„მერაბიშვილი“: ისაო, რა ქვიაო, თუ საჭიროა – იჯექიო, ოღონდ ვაჟკაცი გამოდიო. (იცინის)

„სააკაშვილი“: ჰო, აბა რა იქნება, ეხლა.

„მერაბიშვილი“: არა, მოკლედ ეხლა ეგ ვაჭრობს, რა, სამი წელი და რაღაცეები. რა ვიცი, ეხლა პროკურატურა როგორც იტყვის – ეგრე იქნება.

„სააკაშვილი“: ჰო, ნუ, მოსაფიქრებელი გაქვთ. თავისთავად კარგია, რა…

„მერაბიშვილი“: კარგი არ არის, მარა მეორე მხრივ – ცუდია. ეგ დ...ები ყველა აგენტები როგორ არიან?!

„სააკაშვილი“: ეგენი არიან იმ თაობის ხალხი, რომლებიც... ყველანი ეგენი…

„მერაბიშვილი“: ჰო, ყველანი ეგენი არიან… მაშინ ვინც იყვნენ, 90-იან წლებში ვინც რამე იყო...

„სააკაშვილი“: მაშინ რუსები ბოლომდე დედას გვ...ენ

„მერაბიშვილი“: ვინც უშიშროების მინისტრი იყო – მოვიდა და გვეუბნებოდა: რუსების კაცი ვარო და დამტოვეთო! და რა გიკვირს?!

„სააკაშვილი“: ეგეთი დრო იყო. ეგეთი ხალხი იყო, ამიტომაც ვერ განვითარდა და ეგეთები არიან ჩარჩენილი წარსულში. მაგრამ მაგ თაობაში აღარ არის კაცი. ეგ არის მაგათი პრობლემა.

„მერაბიშვილი“: ჰო, მაგრამ ეგენი ახალი თაობა მეგონა. ჩემზე ახალგაზრდები არიან ეგ დ...ბი!

„სააკაშვილი“: ჰო, მაგრამ ეს მაინც – ის თაობაა.

„მერაბიშვილი“: რა ვიცი, მაგათი...

P.S. შევახსენებთ მკითხველს, რომ copoka.net სწორედ ის საინფორმაციო პორტალია, რომელმაც ადრე გამოაქვეყნა ფარული აუდიოჩანაწერები ტელეკომპანია იმედის გენერალურ დირექტორ გიორგი არველაძესა და ტელეკომპანიის თანამშრომელ ეკას შორის, აგრეთვე, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და კულტურის მინისტრ ნიკოლოზ რურუას შორის სატელეფონო საუბრებისა, რომლებიც ეხებოდა 2010 წლის მარტში ტელეკომპანია იმედის მიერ მოდელირებული ქრონიკის რუსეთის შეიარაღებული ძალების საქართველოში ვითომდა ხელახლა შემოჭრის შესახებ საგანგებო საინფორმაციო გამოშვების ჩვენებას.