საქართველოში მმართველი პარტიის დამფუძნებელი და თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ბოლო ერთი წელია მოქმედებს პრინციპით „სადაც წვრილია, იქ გაწყდეს“. მილიარდერი განგებ ახდენს ოპოზიციისა და დასავლეთის პროვოცირებას უცხოური აგენტების და ჰომოსექსუალური პროპაგანდის აკრძალვის შესახებ კანონების მიღებით, ასევე განცხადებებით სააკაშვილის ხელისუფლებისთვის "ნიურნბერგის პროცესის" მოწყობისა და ოსებისთვის ბოდიშის მოხდის შესახებ. „რა საჭიროა ასეთი არაპოპულარული ნაბიჯები და თანაც, არჩევნების წინ? განა „ქართულ ოცნებას“ ისედაც საკმარისი პრობლემები არ აქვს?! განა ამომრჩევლის თითოეული ხმის მისაღებად ბრძოლა არ მოუწევს?!” - ბუზღუნებს ობივატელი და ჩურჩულებენ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები, რადგან ვერ ბედავენ ხმამაღლა განაცხადონ, რომ არ ეთანხმებიან ივანიშვილის ტაქტიკას. არ ესმით, რომ ოპოზიცია და დასავლეთი ამით არ ქცეულან „ქართული ოცნების“ ხელისუფლების უფრო დიდ მტრებად, სამაგიეროდ, სახელისუფლებო პარტიამ ოპოზიცია წარმოაჩინა უცხოელ აგენტებად, მოღალატეებად და ჰომოსექსუალებად, რითაც მოიპოვა უბრალო ტრადიციული ქართველების, ანუ ქართველი ამომრჩევლის უმრავლესობის გული.
„ამერიკელი, გერმანელი, ფრანგი და დასავლეთის სხვა ხალხები კარგები არიან, ეს მათი მმართველები არიან ცუდები!” - კატეგორიულად არ მივიღებ ასეთ გავრცელებულ მარქსისტულ მიდგომას. თუ ამერიკა, გერმანია, საფრანგეთი და სხვა დასავლური ქვეყნები დემოკრატიის ეტალონს წარმოადგენენ, მაშასადამე, მათ ხელისუფლებას აქვს ლეგიტიმაციის უმაღლესი ხარისხი - არჩეული და ანგარიშვალდებული არიან თავიანთი ხალხის წინაშე. ხოლო თუ მათი ხალხები ნებას რთავენ თავიანთ ხელისუფლებას ჩაერიონ სხვა სახელმწიფოების შიდა საქმეებში, შეცვალონ არასასურველი მთავრობები სახელმწიფო გადატრიალებების გზით, რომლებსაც, ბოლშევიკური ტრადიციით, "რევოლუციებს" უწოდებენ, მაშასადამე, ეს ხალხებიც ცუდები არიან - შეესაბამებიან თავიანთ ხელისუფალთ! ამერიკელები, გერმანელები, ფრანგები და ნატოს ქვეყნების სხვა ხალხები დუმან, როცა მათი ხელისუფლება უკრაინას უგზავნის იარაღს, რომლის გარეშეც ომი დაწყებიდან ერთ თვეში დასრულებული იქნებოდა! ეს იარაღი ამ ხალხების - ამერიკელი, გერმანელი, ფრანგი და დასავლეთის ქვეყნების სხვა გადასახადების გადამხდელების ფულით არის მზადდება. დღეს ეს ხალხები მდუმარედ ადევნებენ თვალს, როგორ გამოუცხადა დასავლეთმა ცივი ომი პატარა საქართველოს ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოებაში მწვავე კონფრონტაციის პირობებში.
ივანიშვილი არა მარტო ფილანტროპია, არამედ ფილოსოფოსიც, რადგან მხოლოდ ფილოსოფოსს შეუძლია ქველმოქმედებაში 3 მილიარდი დოლარი დახარჯოს საქართველოში, სადაც უამრავი უმადური და უბრალოდ სამშობლოს მოღალატე ცხოვრობს!
20 წლის განმავლობაში ბევრი ქართველი დაამდაბლეს სამარცხვინო ჰომოსექსუალურ დასავლურ სტანდარტებამდე და დღეს ლგბტ თემისადმი კუთვნილება ნიშნავს „მოწინავე ევროქართველების ელიტური საზოგადოების“ წევრობას! მაგრამ ქართველების უმეტესობა დღეს არა დამდაბლებული, არამედ დროებით დამცირებული იყო და დღეს წელში გაიმართა და დაიფერთხა დასავლელი პედერასტები და ლესბოსელები! ივანიშვილმა გადაწყვიტა დროის უკან დაბრუნება - გამსახურდიამდე, როცა საქართველო იყო 5-მილიონიანი აყვავებული რესპუბლიკა, სადაც იყო ინტერნაციონალიზმი და ხალხთა მეგობრობა და არა ოკუპაციის მუზეუმი და კანონი ოკუპაციის შესახებ. ამისათვის ივანიშვილსა და მის გუნდს ბრძოლა მოუწევს, რის გამოც „ქართული ოცნების“ პარტიული სიის სათავეში პოპულარული და ძლიერი ქართველი სპორტსმენები არიან!
მე ღმერთმა, პატრიარქმა და ბიძინა ივანიშვილმა გადამარჩინეს! ღმერთი ყოველთვის მმფარველობდა, როცა 2004 წლიდან ყოველ ორშაბათს საქართველოს მთავარ გაზეთში - ყოველკვირეულ „ასავალ-დასავალში“ ვუსვამდი „10 შეკითხვას პრეზიდენტ სააკაშვილს“, რომელთაგან თითოეული მახხავდა მას, როგორც პოლიტიკოსს. ხოლო როცა 2012 წელს მივულოცე პუტინს რუსეთის პრეზიდენტად მორიგი არჩევა, იმავე დღეს ჩემზე თავდასხმა განხორციელდა, რის შესახებაც შეატყობინეს კათოლიკოს-პატრიარქს და მეორე დღეს პუტინს თვით ილია მეორემ მიულოცა! მესამედ სასწაულებრივად გადავრჩი, როცა მილიარდერმა ივანიშვილმა სასწაული მოახდინა და სააკაშვილს ძალაუფლება წაართვა 2012 წელს, მაშინ მიშას მკვლელებმა-ძალოვანმა მინისტრებმა მოამზადეს ლიკვიდაციას დაქვემდებარებულ პირთა სიები, რომელშიც ჩემი გვარიც იყო! და ბოლოს, დღეს, როცა ივანიშვილმა დასავლეთი ამხილა და სიმართლე თქვა 07.08.08 ომის შესახებ. ეს ნიშნავს, რომ „ვარდების რევოლუციიდან“ მუქარითა და შეურაცხყოფით სავსე 20 წლის შემდეგ, მე გავიმარჯვე - მართალი აღმოვჩნდი, როცა ვაცხადებდი, რომ სააკაშვილმა დაიწყო ომი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ტრიბუნალს უნდა გადაეცეს, რომ რუსეთი მეგობარია, ხოლო დასავლეთი ქართველებისთვის ყოველთვის იყო და იქნება მტრული, უცხო სამყარო. და ის, რომ ქართველი ჯარისკაცები ტყუილუბრალოდ იღუპებენენ ერაყსა და ავღანეთში წინა და ამჟამინდელი ხელისუფლების მმართველობისას, ისევე როგორც დღეს ქართველი დაქირავებულები იხოცებიან ფულის სანაცვლოდ უკრაინაში!
ამის გამო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება გვერდს მივლიდა, როგორც შეშლილ ერეტიკოსს, თუმცა გულში აღიარებდა ჩემს სიმართლეს და დღეს მთელი თავისი წინასაარჩევნო პიარი ჩემი პუბლიკაციების თეზისებზე ააგო! სსრკ-ს ლიკვიდაციიდან საქართველოს ხელისუფლებას 33 წელი დასჭირდა სამხრეთ კავკასიაში რუსეთის როლის გასაცნობიერებლად, 33 წელი დასჭირდა იესო ქრისტეს კაცობრიობის გადასარჩენად!
არნო ხიდირბეგიშვილი,
„საქინფორმი“-ს გენერალური დირექტორი და მთავარი რედაქტორი,
უშიშროების, სტრატეგიული ანალიზისა და საინფორმაციო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი
2024 წლის 24 სექტემბერი
საქართველო, თბილისი