საზოგადოება
აშშ-ის სენატში „ქართველი ხალხის აქტის“ შესახებ მოსმენა გადაიდო

 საქართველო, 26 სექტემბერი, საქინფორმი. ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში „ქართველი ხალხის აქტის“ შესახებ მოსმენა გადაიდო.

შესაბამისი ინფორმაცია კომიტეტის გვერდზე გავრცელდა. ამ დროისთვის უცნობია, როდის გაიმართება მოსმენა.

ორპარტიული კანონპროექტი აშშ-ის სენატორმა, ბენ კარდინმა, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯინ შაჰინმა, სენატორებმა ჯიმ რიშმა, პიტ რიკეტსმა, კრის კუნსმა და ლინდსი გრემმა წარადგინეს. აშშ-ის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ცნობით, კანონპროექტი ითვალისწინებს პასუხისმგებლობის დაკისრებას საქართველოს მთავრობის მაღალჩინოსნებისა და წევრებისთვის. დოკუმენტი მოიცავს ახალ სანქციებს. სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ინფორმაციით, ამავდროულად, „კანონპროექტი განამტკიცებს აშშ-ის ურყევ მხარდაჭერას ქართველი ხალხისადმი“.