უცხოეთი
გაეროში რუსეთის წარმომადგენელი - რუსეთი გააგრძელებს სპეციალურ სამხედრო ოპერაციას უკრაინაში თუ დასავლეთი არ მოგვცემს საშუალებას, მშვიდობიანად დავაღწიოთ თავი ამ „სიმსივნურ წარმონაქმნს“ - კიევის ამჟამინდელ რეჟიმს

 საქართველო, 26 სექტემბერი, საქინფორმი. რუსეთი გააგრძელებს სპეციალურ სამხედრო ოპერაციას უკრაინაში, თუ დასავლეთი კიევის რეჟიმის მშვიდობიანი გზით მოშორების საშუალებას არ მოგვცემს, - ამის შესახებ გაერო-ში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, ვასილი ნებენზიამ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენ ყოველთვის პატივისცემით ვეპყრობოდით უკრაინელებს, ის ჩვენი მოძმე ერია, რომელთანაც განუყოფელი ისტორიული კავშირები გვაკავშირებს, მაგრამ თუ დასავლური ბანაკი არ მოგვცემს საშუალებას, თავი დავაღწიოთ ამ „სიმსივნურ წარმონაქმნს“, რომელსაც წარმოადგენს კიევის ამჟამინდელი რეჟიმი, მშვიდობიანად, ჩვენ გავაგრძელებთ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას მანამ, სანამ მისი ამოცანები სამხედრო გზით არ გადაწყდება“, - აღნიშნა ნებენზიამ.

მისი მტკიცებით, რუსეთი ყოველთვის მზად იყო უკრაინასთან მშვიდობიანად ეცხოვრა, სანამ ის არ გადაიქცა "ნეონაცისტურ რუსოფობიურ სახელმწიფოდ ნატო-ს სამხედრო ბლოკში გაწევრიანების გეგმებით".

interpressnews.ge