უცხოეთი
საქართველო, 24 სექტემბერი, საქინფორმი. ისრაელის საჰაერო იერიშების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 356-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, დაშავებულთა რაოდენობა 1246-ს აღწევს.
„ჰეზბოლას“ განცხადებით, დაჯგუფების უფროსი მეთაური ალი კარაკი, რომელიც ბეირუთში ისრაელის სარაკეტო იერიშის სამიზნე იყო, არ დაშავებულა და უსაფრთხო ადგილას არის გადაყვანილი.
შეგახსენებთ, ისრაელი ლიბანში დღეს დილიდან საჰაერო იერიშებს ახორციელებს. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, საჰაერო ძალებმა ლიბანში „ჰეზბოლას“ 1100-ზე მეტ ობიექტს დაარტყეს.
interpressnews.ge