პოლიტიკა
საქართველო, 19 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო პაკეტი მიმართულია LGBTQI პირების დისკრიმინაციისკენ, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოში გერმანიის საელჩოს განცხადებაში.
როგორც საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი, ის საქართველოს კიდევ უფრო აშორებს ევროკავშირისგან.
„საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო პაკეტი მიმართულია LGBTQI პირების დისკრიმინაციისკენ. როგორც „ვენეციის კომისიამ“ დაადგინა, იგი არღვევს ადამიანის ინდივიდუალურ სამოქალაქო უფლებებს. ის საქართველოს კიდევ უფრო აშორებს ევროკავშირისგან. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს, შეცვალოს თავისი კურსი“, – ნათქვამია გერმანიის საელჩოს განცხადებაში.