უცხოეთი
საქართველო, 17 სექტემბერი, საქინფორმი. რუსეთში შეიარაღებული ძალების რაოდენობა გაიზრდება. ამის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა ქვეყნის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და დოკუმენტი განთავსდა სამართლებრივი აქტების ოფიციალურ ვებგვერდზე.
ახალი ბრძანებით, რუსეთს შეიარაღბული ძალების რაოდენობა 2 მილიონ 389 ათასამდე გაიზრდება, მათ შორის 1 500 000 სამხედრო მოსამსახურე იქნება.
რუსეთის პრეზიდენტმა მთავრობას ასევე დაავალა, რომ ბიუჯეტიდან თავდაცვის სამინისტროს განკარგულების შესასრულებლად საჭირო თანხა გამოეყოს. წინა ჯერზე რუსეთის შეიარაღებული ძალების პერსონალის რაოდენობა 2023 წლის დეკემბერში 2 მილიონ 209 ათასამდე გაიზარდა, მათ შორის 1 320 000 სამხედრო მოსამსახურეა.
1tv.ge