პუბლიკაციები
კაცობრიობის სპეტაკ სულიერებაზე სოდომისტური გარყვნილებით მოლაშქრე ევრო-ამერიკას უფლისმიერი მკაცრი განაჩენის აჩრდილი დასტრიალებს

   ევროპული კულტურული ცხოვრება მისაბაძია და სულაც არ სჭირდება ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია. ყველა ერს თავისი შესაფერი ხიბლი და სილამაზე აქვს, როგორც მრავალნაირი ყვავილებით შეკრული თაიგული, ლამაზი და კეთილსურნელოვანია. ერთფეროვანი ყვავილის ამბიციები მხოლოდ ავნებს ამ სილამაზის ჰარმონიას.

ევროპას კი პერიოდულად ისეთი ბოროტები ღვარძლი ეუფლება, რომ მაღალ კულტურას და ზნეობას აბეჩავებს და ადამიანთა ამქვეყნიურობის უბედურებად გადაქცევაში ჯოჯოხეთს ასწრებს.

   ამის გასახსენებლად ევროპის მიერ გაჩაღებული ორი მსოფლიო ომიც კმარა, რომლისგან თვითონ ევროპაც სასტიკად დაზარალდა. მიუხედავად ამისა, კაცობრიობის უძველეს ისტორიისათვის უცბობი, ევროპელთაგან შექმნილ ცოდვებით დამძიმებულ ამერიკასთან ერთად სატანის სამსახურში გადაბარგებულ ხელისუფლებაში გამძვრალ ზნედაცემულთა მიერ უკრაინაში დანთებულ მესამე მსოფლიო ომის გასაჩაღებელ ცეცხლზე ითბობს ხელებს.

   უცხოეთის მიერ რუსოფობიით მოწამლულ ეროვნულ მოძრაობად წოდებულ, ევრო-ამერიკულ ინტეგრაციად აღრიალებულ უმეცრებას, მაშინ უნდა დაენახა ამ შენიღბული ბოროტების სახე, დღეს ასე აშკარად რომ უღრენს საქართველოს და იმათ მიერ სატანისტურ ორგიაზე დანთებულ ცეცხლში შესაგდებად ქართველი ერის ღალატით ადამიანის სახედაკარგულ, მყრალ პარაზიტებად გადაჯიშებულ თავისი მეხუთე კოლონის ბაღლინჯოების ხელისუფლებაში შეტენვით ცდილობს, თუ ამ ილეთმა არ გაუმართლათ, მაშინ ხალხის მიერ არჩეული მამულიშვილების მოსასპობად გამადებული ჰყავთ და კიდევ ამზადებენ ყველა ბილწსა და უხსენებელს.

   ღვთაებრივი გაფრთხილების მიუხედავად სატანისტური სიბილწით ამყრალებულ ლგბტ-თა დროშის ფრიალით კაცობრიობის სპეტაკ სულიერებაზე ევრო-ამერიკელთა თავხედობას კი სოდომის და გომორასადმი უფლისმიერი მკაცრი განაჩენის აჩრდილი დასტრიალებს.

დავით აღმაშენებლის სახელობის
პრემიის
ლაურეატი,
მწერალი გივი სომხიშვილი

14 სექტემბერი 2024 წ.