„გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის, შაირია ამად კარგი“ - მოკლედ და კონკრეტულად გეტყვით, ვის გაქვთ ბოდიში მოსახდელი ოსებთანაც, რუსებთანაც და ქართველებთანაც. და თუ არ გადაიხდით, გადაგახდევინებთ იძულებით. გეტყვით, რადგანაც ბიძინა ივანიშვილის მარტივი სიტყვები ვერ გაიგეთ. ივანიშვილი კი ისტორიაში როგორც ბიძინა - საქართველოს გამაერთიანებელი შევა, ხოლო თქვენი სააკოვი - როგორც მიხეილ-დამანგრეველი.
ბიძინა ივანიშვილმა, რომლის შეცდომები მარტო თქვენისთანა არამზადებისთვის გადაჭარბებული ნდობა იყო, თავისი პარტიის საარჩევნო სიის პირველ ნომრად თავი იმიტომ ჩაწერა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან მოსალაპარაკებლად საქართველოს უმაღლესი ხელმძღვანელის, პრემიერ-მინისტრის ოფიციალური სტატუსი ჰქონდეს. ვლადიმერ პუტინთან კი სალაპარაკო მარტო ერთი დარჩა - აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნება, რაც რუსეთის გარანტიის გარეშე შეუძლებელია - ავტონომიის სახით მოხდება ეს, თუ ფედერაციის. ყველაფერი დანარჩენი - რუსეთთან პირდაპირი სატრანსპორტო მიმოსვლა, ვაჭრობა და უვიზო რეჟიმი - ბიძინა ივანიშვილმა უკვე დაგვიბრუნა, რითაც საქართველო გადაარჩინა.
ახლა საქართველო საბოლოოდ არის გადასარჩენი - იმათგან, ვისაც 150-მილიონიან რუსეთთან ომში მისი ჩათრევა სწყურია; ვინც 3-მილიონიან საქართველოში, სადაც ქართველი 2 მილიონი არც იქნება, სადაც 10 დაქორწინებულზე 8 განქორწინება მოდის, სადაც გარდაცვლილები დაბადებულებს ჭარბობენ, ერთსქესიანი ქორწინების, ათეულობით გენდერის, სქესის შეცვლისა და ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდას ეწევიან! იმ არამზადებისგან არის საქართველო გასაწმენდი, ვინც 2004 წლიდან 20 წელია მიშას უჭერს მხარს - აი, ვის აქვს ბოდიში მოსახდელი დაღუპული მოტყუებული ჯარისკაცის მშობლებთან, ოსი იქნება ის, ქართველი, თუ რუსი! რადგანაც ზუსტად მათმა არჩეულმა პრეზიდენტმა 2008 წელს ომი დაიწყო და 7 აგვისტოს ბნელ ღამეს გრადებით საქართველოს მოსახლეობა გადაბუგა!
დღეს რუსეთი სეპარატისტებს რუსეთის პასპორტებს უკან ართმევს და კაპიკ ფულს არ აძლევს - წადით, ქართველებს შეურიგდითო! თუ ცხინვალში და სოხუმში დაბრუნება გვინდა, ლიახვსა და და ენგურში „ფეხების დასველების“ არ უნდა შეგვეშინდეს - ივანიშვილია პირველი ქართველი პოლიტიკოსი, ვისაც სიმართლის თქმის არ შეეშინდა! ივანიშვილი ერთადერთი ქართველი ლიდერია, ვინც გამოვიდა ნეოლიბერალების, ჰომოსექსუალების, ნეოფაშისტებისა და ნეოგლობალისტების წინააღმდეგ! მაგრამ ივანიშვილი მარტო არ დარჩება, მასთან მთელი ქართველი ერია, რომელიც 26 ოქტომბერს დიად გამარჯვებას იზეიმებს!
2024 წლის 15 სექტემბერი
საქართველო, თბილისი