უცხოეთი
კირილ ბუდანოვი - რუსეთს ომის დასრულება 2026 წლამდე სურს

 საქართველო, 16 სექტემბერი, საქინფორმი. უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის განცხადებით, რუსეთს სურს ომი უკრაინის წინააღმდეგ 2025 წლის ბოლოს - 2026 წლის დასაწყისისთვის თავისი გამარჯვებით დაასრულოს, რადგან 2025 წლის ზაფხულიდან მას სერიოზული პრობლემები შეექმნება ეკონომიკაში და იქნება მობილიზაციის საჭიროება.

„2025 წელი მათთვის, 2025-ის ბოლო და 2026-ის დასაწყისი - მათთვის მნიშვნელოვანია. ამ ყველაფრის დასრულება უნდათ, რადგან, მათივე გათვლებით, თუ რუსეთის ფედერაცია ამ ომიდან გამარჯვებული არ გამოვა, მომავალში - ეს არის 30 წლის ჰორიზონტი - საერთოდ კარგავენ შესაძლებლობას იხილონ რუსეთი, როგორც ზესახელმწიფო, რისკენაც ისწრაფვიან“, - აღნიშნა ბუდანოვმა.

მისი თქმით, რუსეთი პროგნოზირებს, რომ „მათი ყველა პრობლემა 2025 წლის ზაფხულში დაიწყება, რადგან ერთად გაერთიანდება ფინანსური და ეკონომიკური და სოციალურ-პოლიტიკური ფაქტორები.

„ისინი ვარაუდობენ, რომ დაახლოებით 2025 წლის ზაფხულში, მათი ქვეყნისთვის ეკონომიკაზე უარყოფითი ზემოქმედება შესამჩნევი გახდება“, - დასძინა ბუდანოვმა.

გარდა ამისა, მისი თქმით, რუსეთში სულ უფრო მწვავე ხდება არმიაში პერსონალის დეფიციტის საკითხი. „უკვე 2025 წლის ზაფხულში მოსკოვი დადგება დილემის წინაშე - გამოაცხადოს ახალი მობილიზაცია ან შეამციროს საომარი მოქმედებების ინტენსივობა, რაც საბოლოოდ შეიძლება მტრისთვის გახდეს კრიტიკული“, - დასძინა ბუდანოვმა.

interpressnews.ge