აქტუალური
შალვა პაპუაშვილი: ნებისმიერი ჩარევა საარჩევნო კამპანიაში არის ცუდი, იქნება ეს რუსეთი, დანია, აშშ, გერმანია თუ საფრანგეთი

 საქართველო, 13 სექტემბერი, საქინფორმი. [საარჩევნო კამპანიაში] არ არსებობს კარგი და ცუდი ჩარევა. რუსეთის ჩარევა ცუდია და ვიღაც სხვა ქვეყნის, დანიის ჩარევა კარგია, ასეთი რამ არ არსებობს. ნებისმიერი ჩარევა არის ცუდი, იქნება ეს რუსეთი, დანია, აშშ, გერმანია თუ საფრანგეთი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, ვინც ჩაერევა ქართველი ხალხის ნების ფორმირებასა და გამოვლენაში, ყველა იქცევა არადემოკრატიულად.

არ არსებობს კარგი და ცუდი ჩარევა. რუსეთის ჩარევა ცუდია და ვიღაც სხვა ქვეყნის ჩარევა, დანიის ჩარევა კარგია, ასეთი რამ არ არსებობს. ნებისმიერი ჩარევა არის ცუდი, იქნება ეს რუსეთი, დანია, აშშ, გერმანია თუ საფრანგეთი მნიშვნელობა არ აქვს. ვინც ჩაერევა ქართველი ხალხის ნების ფორმირებასა და გამოვლენაში, ყველა იქცევა არადემოკრატიულად, ყველა იქცევა იმ ღირებულებების საწინააღმდეგოდ, რომელზეც ეს საზოგადოება არის დამყარებული. ჩვენთვის არანაირი ინტერესი რას აცხადებს რუსეთის დაზვერვა არ აქვს. ჩვენ ჩვენი დაზვერვაც გვაქვს და თავიც გვაბია მხრებზე, რომ ჩვენი დასკვნები გამოვიტანოთ. სადაც გამოგვაქვს ჩვენი დასკვნები, იმას ვამბობთ. ვთქვით დანიურ დაფინანსებაზე, ვნახეთ შედეგი, რომ შეწყვიტა ეს კამპანია, თვითონაც მიხვდნენ“,- განაცხადა პაპუაშვილმა.