რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: პუტინთან მოსალაპარაკებლად ივანიშვილს პრემიერ-მინისტრის სტატუსი სჭირდება

   რა საერთო აქვთ საქართველოს, უკრაინასა და ამერიკას? არჩევნები საქართველოში, ომი უკრაინაში და არჩევნები შეერთებულ შტატებში - ყველგან ბარიკადების ერთ მხარეს არის რეაქციული ძალა, ხოლო მეორე მხარეს - კონსტრუქციული, რომელიც კონფლიქტების დასრულებას ცდილობს. თავად განსაჯეთ:

- მიუხედავად ყველა შეცდომისა, ტრამპი ამერიკასა და მსოფლიოს კეთილდღეობას მოუტანს - ჰარისთან შედარებით, რომელსაც ბაიდენის ძველი პოლიტიკის გაგრძელება განუზრახავს, რაც ერთმნიშვნელოვნად ბოროტებაა;

- უკრაინა დღეს „კიევის სახელმწიფოა“, ანუ ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მსგავსად, რადგან ცხოვრობს ომით და ოდესღაც აყვავებული ქვეყანა ბოევიკების სამხედრო ბანაკად აქცია. ამიტომ, კონფლიქტის მეორე მხარე - რუსეთი - უდავოდ სიკეთეა;

- საქართველოში სახელისუფლებო პარტიამ 12 წლის განმავლობაში ჩადენილი ყველა თავისი შეცდომა ჩამოწერა, რადგან დღეს მას უხეშად ეწინააღმდეგება სამი რეაქციული ძალა, რომლებიც მხარს უჭერენ კანდიდატ ჰარისს და რეზიდენტ ზელენსკის: აშშ, ევროკავშირი და დასავლური გავლენის ადგილობრივი აგენტები - ქართული რადიკალური ოპოზიცია.

   საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, რომელიც აქციეს რეფერენდუმად ერთადერთ საკითხზე - "საქართველო - დასავლეთთან, თუ რუსეთთან?" - წინასწარ გამოცხადდა გაყალბებულად, რადგან რადიკალური ოპოზიცია, მიუხედავად დასავლეთის მხარდაჭერისა, მას წააგებს. საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა კვლავაც მხარს დაუჭერს მმართველ პარტიას, რადგან არ აქვს სხვა ადეკვატური არჩევანი - იცის როგორ გააგრძელოს ცხოვრება რუსებთან და რას ელოდოს რუსეთისგან, მაგრამ ვერასგზით მიუღია პასუხი კითხვაზე - რატომ არიან აშშ და ევროკავშირი ასე დაინტერესებული საქართველოთი, რატომ ერევიან მის საქმეებში და რატომ სურთ ოპოზიციის ხელისუფლებაში ხილვა? ქართველებმა არ იციან ვინ არის ოპოზიციის ლიდერი, რადგან ოპოზიციას ლიდერი არ ჰყავს. ქართველებს - არა უცხოელ აგენტებს არ ესმით, რატომ უნდა თქვან უარი თავიანთ ტრადიციულ სექსუალურ ორიენტაციაზე, მართლმადიდებლურ სარწმუნოებაზე, ჰეტეროსექსუალურ ოჯახებსა და შვილებზე იმ 14 მილიარდ დოლარის ნაცვლად, რომელსაც სანაცვლოდ აშშ ვითომდა გვთავაზობს? რატომ უნდა გაცვალონ რუსეთთან ტრადიციული ექსპორტ-იმპორტი და უვიზო მიმოსვლა ვითომდა თავისუფალ ვაჭრობასა და უვიზო მიმოსვლაში ორეულ ამერიკასთან, სადაც მათ არავინ ელოდება? რატომ, რა უფლებით იღებს აშშ-ს სენატი რაღაცMEGOBARI Act-, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს მომავალს, როცა მერიკიდან იაფი ჩანაძირი ავტომანქანების გარდა, არაფერი გვაინტერესებს?!

   და აი იმიტომ, რომ ქართველი ხალხს ეს ყველაფერი არ ესმის, რადგან არ ესმის, რატომ მოსმინეს გუშინ აშშ-ის სენატში საქართველოს სახელით გამოსულ არასამთავრობო ორგანიზაციის და არა ხელისუფლების წარმომადგენელს (ვანოს პოლიციის კაპიტან გიგაურს, რომელმაც სიტყვა მოწოდებით დაასრულა - „მაშ, დაასუსტეთ და დააპატარავეთ რუსეთი!“) - ამიტომ ამომრჩეველთა უმრავლესობა ხმას მისცემს ისევ „ქართული ოცნებას“. თუმცა, შესაძლოა, ეს ბოლო შემთხვევაც იყოს, თუ ივანიშვილი არ გაწმენდს თავის პარტიას საეჭვო წარმოშობის „შინაურებისგან“...

   სამაგიეროდ, სახელისუფლებო პარტიას, ოპოზიციისგან განსხვავებით, ჰყავს ლიდერი - ბიძინა ივანიშვილი. მაგრამ შეცდომაა იმის მიჩნევა, რომ ივანიშვილი პარტიის საარჩევნო სიის პირველი ნომერი გახდა მხოლოდ როგორც „მედროშე“- ისედაც ცნობილი იყო, ვინ არის „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და უდავო ლიდერი! ბიძინა ივანიშვილი არ არის ბუბა კიკაბიძე, რომელიც წინა არჩევნებში „ნაცმოძრაობის“ სიას სათავეში ჩაუდგა . სხდომებზე დაუსწრებლობა, ან მაშინვე წასვლის შესახებ განცხადების დაწერა არ არის მილიარდერის სტილი, რომელიც პოლიტიკაში ამის გამო არ დაბრუნებულა...

   რაც შეეხება პოპულისტურ-მლიქვნელურ განცხადებებს - აქაოდა, ივანიშვილი პრემიერობისკენ არ ისწრაფვის, თანამდებობები არ აინტერესებს! – შეგახსენებთ, რომ საქართველოს მართვა პრივილეგია კი არა, დიდი თავის ტკივილია,, მითუმეტეს დღეს. ივანიშვილის გარეშე სახელისუფლებო პარტია ბანქოს სახლივით დაიშლება, მისი ლიდერები ერთმანეთში დიდად ვერ რიგდებიან, ხოლო არჩევნების შემდეგ პრემიერ-მინისტრად ან ღარიბაშვილი უნდა დაბრუნდეს, ან მართვის სადავეები ივანიშვილმა უნდა აიღოს ხელში. კობახიძე კონსტიტუციონალისტია და არა მეურნე მენეჯერი, ის კარგად ართმევდა თავს პარლამენტის თავმჯდომარის როლს, ხოლო ღარიბაშვილს პრეზიდენტად მუშაობაც შეუძლია.

ივანიშვილს მშვიდობა და სტაბილურობა სჭირდება შინ - საქართველოში, სადაც ის სამუდამოდ დასახლდა მთელი თავისი ოჯახით და ამ მიწაზე დაფესვიანდა, როგორც მისი დენდროპარკის ხეები. ხოლო მისი გეგმის განსახორციელებლად და მოსალაპარაკებლად მეზობელი და არამეზობელი ქვეყნების ხელმძღვანელებთან, კერძოდ - პუტინთან, აფხაზეთსა და სამაჩაბლოს დაბრუნების თაობაზე, მას უმაღლესი ოფიციალური სტატუსი - საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა სჭირდება.

არნო ხიდირბეგიშვილი,
„საქინფორმის“-ს გენერალური დირექტორი და მთავარი რედაქტორი,
უშიშროების, სტრატეგიული ანალიზისა და საინფორმაციო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი

2024 წლის 13 სექტემბერი
საქართველო, თბილისი