უცხოეთი
მიხაილ როთი საქართველოში ჩამოდის

 საქართველო, 12 სექტემბერი, საქინფორმი. გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი 16-18 სექტემბერს საქართველოსა და სომხეთში ვიზიტს გეგმავს, - ამის შესახებ გერმანელი დეპუტატი სოციალურ მედია პლატფორმა X-ზე წერს.

„მოუთმენლად ველი მეგობრებთან, მოკავშირეებთან და ერთგულ ევროპელებთან შეხვედრას 16-18 სექტემბერს საქართველოსა და სომხეთში“, - წერს როთი.

interpressnews.ge