საზოგადოება
როგორც საქინფორმის კორესპონდენტი სამეგრელოს რეგიონში აბაშიდან გვატყობინებს, აბაშის ცენტრალური ქუჩების უმრავლესობას სასმელი წყალი არ მიეწოდება. წყლის პრობლემა აბაშას წლებია, აწუხებს, თუმცა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ცენტრალური მილსადენი ერთი თვის წინათ შეაკეთა. ამის მიუხედავად, აბაშელებს წყალი მხოლოდ სამ დღეს ჰქონდათ, შემდეგ კი წყალსადენი კვლავ მწყობრიდან გამოვიდა.
შეგახსენებთ, რომ მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული წყლისა და კანალიზაციის სისტემები მთელი საქართველოს მასშტაბით გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას გადაეცა.
მოსახლეობას კი გაუსაძლის სიცხეებში წყლის ცისტერნებით მოზიდვა უწევს და ეს მაშინ, როცა აბაშის გამგეობის შენობის რემონტი ადგილობრივ ბიუჯეტს 280 ათას ლარზე მეტი უჯდება.
საქინფორმი