პოლიტიკა
პრემიერი - ოპოზიციაზე: ისინი დამარცხდებიან ამ საპარლამენტო არჩევნებზე

 საქართველო, 9 სექტემბერი, საქინფორმი. პოლიტიკოსი, რომელიც არის პასუხისმგებლობით განმსჭვალული საკუთარი ქვეყნის წინაშე, უნდა ეყრდნობოდეს საზოგადოების განწყობებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ოპოზიცია ყოველ ჯერზე, როდესაც საუბრობენ, ეყრდნობიან ხოლმე არა ქართული საზოგადოების განწყობებს, არამედ კუბილიუსის, რასას და სხვა უცხოელი პოლიტიკოსების განცხადებებს.

ეს არის მათი ყოველდღიური დღის წესრიგი. რეალურად, პოლიტიკოსი, რომელიც არის პასუხისმგებლობით გამსჭვალული საკუთარი ქვეყნის წინაშე, უნდა ეყრდნობოდეს სწორედ საზოგადოების განწყობებს, იგივე, რა კითხვაც დაისვა, მაგალითად კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება ლგბტ პროპაგანდას. ისინი რომ მოქმედებდნენ ქართული საზოგადოების დაკვეთის შესაბამისად, ბუნებრივია, ამ კანონპროექტს მხარს დაუჭერდნენ, მაგრამ ისინი მოქმედებენ არა ქართული საზოგადოების დაკვეთის შესაბამისად, არამედ მათი ერთადერთი მოტივაცია არის, თუ რას იტყვის ამ ყველაფერზე „კოლექტიური კუბილიუსი“. ამ ყველაფრით, რა თქმა უნდა, ისინი დამარცხდებიან ამ საპარლამენტო არჩევნებზე“, - აღნიშნა პრემიერმა.