უცხოეთი
რამასვამის რუსული მედიის მიმართ ბრალდებების არ სჯერა

 საქართველო, 9 სექტემბერი, საქინფორმი. აშშ-ის ყოფილ საპრეზიდენტო კანდიდატ ვივეკ რამასვამის არ სჯერა რუსული მედიის მიმართ ამერიკის ხელილსუფლების ბრალდებებისა.

„სინამდვილეში მე არ ვყიდულობ იმას, რის გაყოდვასაც [აშშ-ის ხელისფლება] ცდილობს“, — განაცხადა რამასვამიმ ამერიკელ ჟურნალისტ ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში, რომელიც Х-ზე გამოქვეყნდა.

რამასვამის თქმით, მსგავსი ბრალდებები უკვე ისმოდა გასული საარჩევნო ციკლების დროს, თუმცა არ დადასტურებულა.

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო 4 სექტემბერს სანქციები დაუწესა მედიაჯგუფ „როსია სეგოდნიასა“ და ტელეარხ RT-ს მთავარ რედაქტორ მარგარიტა სიმონიანს, ასევე მის მოადგილეებს — ანტონ ანისიმოვსა და ელიზავეტა ბროდსკაიას.

მათ გარდა შავ სიაში მოხვდნენ RT-ს საინნფორმაციო მაუწყებლის ხელმძღვანელი ანდრეი კიიაშკო, ციფრული მედიაპროექტების ხელმძღვანელი კონსტანტინ კალაშნიკოვი და ტელეარხის სხვა თანამშრომლები.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაამკაცრა მედია ჯგუფ „როსია სეგოდნიასა“ და მისი შვილობილი კომპანიების სამუშაო პირობები და განსაზღვრა მათი სტატუსი, როგორც „უცხოური მისიები". როგორც „უცხოურო მისიების“ შესახებ კანონის შესაბამისად, მათ მოეთხოვებათ შეატყობინონ უწყებას აშშ-ში მომუშავე პერსონალისა და ქონების შესახებ.

აშშ-ს ხელისუფლებამ ასევე გამოაცხადა ახალი პოლიტიკა, რომელიც ზღუდავს ვიზების გაცემას იმ პირებზე, რომლებიც სავარაუდოდ მოქმედებენ "კრემლის მხარდაჭერილი" მედიასაშუალებების სახელით. თუმცა, სახელმწიფო დეპარტამენტმა უარი თქვა გამჟღავნებაზე, კონკრეტულად ვის შეეხო სავიზო შეზღუდვები. ახალი სანქციების კომენტირებისას, სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა თქვა, რომ რესტრიქციები ცალკეული რუსი ჟურნალისტების წინააღმდეგ კი არ არის მიმართული, არამედ იმ ორგანიზაციების თანამშრომლების წინააღმდეგ, რომლებიც „უკანონო საქმიანობაში იყვნენ ჩართულნი“.

რუსეთმა არაერთხელ უარყო აშშ-ის ბრალდებები ამერიკის არჩევნებში ჩარევის შესახებ. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა მსგავს ბრალდებებს "აბსოლუტურად უსაფუძვლო" უწოდა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ არსებობს ფაქტები, რომლებიც ადასტურებს განცხადებებს რუსეთის ჩარევის შესახებ უცხო ქვეყნების არჩევნებში.

sputnik-georgia.com