პუბლიკაციები
საქართველოს „რუსეთუმე“ ხელისუფლება პუტინის დაპატიმრებას მხარს უჭერს - საქინფორმი

 საქართველო, 5 სექტემბერი, საქინფორმი. მაშინ, როდესაც აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საქართველოს წიაღში დაბრუნება მეტ-ნაკლებად რეალური გახდა, 5 სექტემბერს ვილნიუსში შემუშავებულ ევროსაბჭოს დეკლარაციაზე ხელისმომწერ ქვეყანათა შორის (რომლებიც მხარს უჭერენ “უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალის შექმნას”, აგრეთვე საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს ორდერს რუსეთის პრეზიდენტ პუტინის, უსაფრთხოების საბჭოს მდივან სერგეი შოიგუსა და სხვა მაღალი რანგის რუსი პოლიტიკური მოღვაწეების დაპატიმრების შესახებ) ფიგურირებს საქართველოც – უკრაინასთან, მოლდოვასთან, აშშ-თან, ევროსაბჭოსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებთან ერთად….

   საგულისხმოა, რომ სომხეთის ხელმოწერა, რომელიც ამ დოკუმენტის თავდაპირველ ვერსიაში ფიქსირდებოდა, მის საბოლოო ვარიანტში გაქრა!

2024 წლიდ 5 სექტემნერი

საქართველო, თბილისი