უცხოეთი
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა გახდა

 საქართველო, 6 სექტემბერი, საქინფორმი. უკრაინის უმაღლესმა რადამ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრად მინისტრის პირველი მოადგილე, ანდრეი სიბიგა დანიშნა, - ინფორმაციას უკრაინული მედია სახალხო დეპუტატ იაროსლავ ჟელეზნიაკზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისი ინფორმაციით, გადაწყვეტილებას მხარი 258-მა დეპუტატმა დაუჭირა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ სიბიგას 2016-2021 წლებში თურქეთის რესპუბლიკაში უკრაინის ელჩის თანამდებობა ეკავა. 2021- 2024 წლებში უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძზღვანელის მოადგილე იყო, 2024 წლიდან - უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე.

interpressnews.ge