რედაქტორისგან
სამახსოვრო ბარათი ქართველ ამომრჩევლებს არნო ხიდირბეგიშვილისგან

   „თანამემამულენო! 26 ოქტომბერს თქვენ უნდა გააკეთოთ არჩევანი და ის, თუ ვის მისცემთ ხმას, განსაზღვრავს - როგორ იცხოვრებთ მომდევნო 4 წლის განმავლობაში.

   ვიცი, რომ ბევრი პრეტენზია გაქვთ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიმართ, რომლის ლიდერებსაც გულისხმიერება მოაკლდათ და მიუწვდომელი გახდნენ უბრალო მოქალაქეებისთვის. ვიცი, რომ აღშფოთებული ხართ ნეპოტიზმით და ხელისუფალთა არამოკრძალებული ცხოვრების სტილით - იმ დროს, როცა თქვენ გროშებს ითვლით. გაძვირდა კვების პროდუქტები, მედიკამენტები, ბენზინი, სამუშაო ადგილები უწინდებურად არ არის, მოსახლეობა ლუკმაპურის საშოვნელად მიდის ევროპაში, სადაც ჩვენს ხალხს მონებივით ექცევიან.

მაგრამ სანამ ცხელ გულზე ხმას მივცემთ ოპოზიციას – მოღალატეების, უცხოელი აგენტების, ნეონაცისტებისა და სისხლის სამართლის დამნაშავეების თავყრილობას მოდი, ვნახოთ - რა გააკეთა ბოლო დროს „ქართულმა ოცნებამ“ და რას გვპირდება.

მაშ, ასე:

პირველი: მიიღო კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ და ამიერიდან მსოფლიოს ვერც ერთი ქვეყანა ვერ შეძლებს სამშობლოს მოღალატეების ფარულად მოსყიდვას საქართველოში, რათა დანერგოს აქ უცხოური აგენტების მარიონეტული ხელისუფლება, როგორც ეს იყო ბოლო 34 წლის განმავლობაში, გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან დაწყებული;

მეორე: მიიღებს კანონს ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ, რომელიც ქორწინების, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირის შესახებ უწინ კონსტიტუციაში შეტანილ ნორმასთან ერთად, იხსნის ქართველ ხალხს სატანური გადაგვარებისგან - ჰომოსექსუალიზმისგან, ათობით გენდერისგან, ერთსქესიანთა ოჯახები და ქორწინებების, სქესის შეცვლისგან;

მესამე: პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში, გაიმართება „ნიურნბერგის პროცესი“ სააკაშვილის ექს-მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“, რომლის ბაზაზეც შეიქმნა საქართველოში ყველა რადიკალური ოპოზიციური პარტია. "ნაცებს" ბრალად წაუყენებენ 2008 წლის აგვისტოში კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ სამხედრო დანაშაულს. ადამიანობის წინააღმდეგ ჩადენილ სექსუალური ხასიათის მასობრივ წამებას, საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტზე მეტის დაკარგვას;

მეოთხე: საქართველოს კონსტიტუციის 1-ლი თავის მე-8 მუხლში შეტანილი იქნება ჩანაწერი მართლმადიდებლობის, როგორც ქართულ სახელმწიფოში იდენტობის საფუძველის შესახებ, ანუ იურიდიულად დაკანონდება, რომ ქართველი ხალხი ასოცირდება ქრისტიანობასთან და ცხოვრობს ღვთის ათი მცნების შესაბამისად (ქცევის ნორმა, რომელიც ეწინააღმდეგება ევროატლანტიკური ღირებულებების ცისარტყელა სპექტრს).

მეხუთე: „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს არ იყო და არ იქნება ომები და შენარჩუნდება აფხაზეთსა და სამაჩაბლოს ინტეგრაციის იმედი. ხოლო ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, საქართველო მეორე დღესვე გახსნის „მეორე ფრონტს“ რუსეთის წინააღმდეგ და გაიზიარებს უკრაინის ბედს.

   ახლა თავად გადაწყვიტეთ, ძვირფასო ამომრჩევლებო, ვის მისცემთ ხმას“, - წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე არნო ხიდირბეგიშვილი.

2024 წლის 2 სექტემბერი
საქართველო, თბილისი