პოლიტიკა
ბრიტანეთის ელჩი: მადლობა ირაკლი კობახიძეს ორმხრივი ურთიერთობებისა და საქართველოს ევროატლანტიკური ტრაექტორიის მნიშვნელობის შესახებ დისკუსიისთვის

 საქართველო, 28 აგვისტო, საქინფორმი. გაერთიანებული სამეფოს ახლად დანიშნული ელჩი საქართველოში გარეთ უორდი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს მადლობას უხდის.

დიპლომატი ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

მადლობა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს მრავალმხრივი დისკუსიისთვის გაერთიანებული სამეფოსა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების, ნატო-სა და საქართველოს ევროატლანტიკური ტრაექტორიის მნიშვნელობის შესახებ“, – აღნიშნავს გარეთ უორდი.