აქტუალური
როგორც საქინფორმის კორესპონდენტი სამეგრელოში ზუგდიდიდან გვატყობინებს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მედანის თემში ხუთი ახალი მღვიმის სათავე აღმოაჩინეს. სპელეოლოგების 5-კაციანი ჯგუფი ელგუჯა ჯამრიშვილის ხელმძღვანელობით წალენჯიხის სოფლებში ორ დღეს მუშაობდა. ჯგუფმა მოინახულა სოფელ ჩქვალერში მდინარე ინწრის სათავესთან არსებული მღვიმე, მეცნიერთაგან ჯერ კიდევ შეუსწავლელი.
წალენჯიხის გამგეობაში განმარტავენ, რომ შემოდგომაზე დაგეგმილ კვლევებს ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად ადგილობრივი ბიუჯეტიც დააფინანსებს. თუმცა ჯერ ექსპედიციისთვის საჭირო ხარჯთაღრიცხვა არ შედგენილა.
ადგილობრივ მთავრობაში ვარაუდობენ, რომ მედანისა და ინწრის მღვიმეები დიდი ტურისტული პოტენციალის მატარებელი იქნება.
საქინფორმი