უცხოეთი
აშშ-ში რუსეთის ელჩი - პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კურსკის ოლქზე თავდასხმაზე პასუხის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო - ყველა მკაცრად დაისჯება იმისთვის, რაც კურსკში მოხდა

 საქართველო, 26 აგვისტო, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიიღო გადაწყვეტილება უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ კურსკის ოლქზე თავდასხმაზე პასუხის შესახებ, - ამის შესახებ ვაშინგტონში რუსეთის ელჩმა, ანატოლი ანტონოვმა განაცხადა.

„გულწრფელად გეუბნებით, რომ პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, მტკიცედ ვარ დარწმუნებული, რომ ყველა მკაცრად დაისჯება იმისთვის, რაც კურსკის ოლქში მოხდა“, - აღნიშნა ანტონოვმა.

შეგახსენებთ, უკრაინელი სამხედროები კურსკის ოლქში ოპერაციას 6 აგვისტოდან ახორციელებენ. უკრაინული მხარის ინფორმაციით, უკრაინული ძალები, ამ დროისთვის, 90-ზე მეტ დასახლებას აკონტროლებენ.

interpressnews.ge