რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: ან ღირსება, ან ევროკავშირი - „ოცნებას“ შეუძლია თავისი რეიტინგი ოთხმოც პროცენტამდე გაზარდოს

   ერთი ბრძენი აღმოსავლელი მმართველი, რომელსაც ეჭვი ეპარებოდა თავისი კარისკაცების ერთგულებასა და პატიოსნებაში, უბრალო ადამიანის სამოსს ირგებდა და, სახედაფარული, ფარულად გადიოდა ქალაქში იმის გასაგებად, თუ რას ამბობდა მასზე ხალხი. მეორე დღეს კი, როცა ორპირი დიდებულები, რომლებიც თავისი უნიათობით ხალხში მისი მართველობით უკმაყოფილებას იწვევდნენ, სასახლეში არხეინად გამოცხადდებოდნენ, მათ თავებს ჰკვეთდნენ.

   ვთავაზობ ბიძინა ივანიშვილსმოჰკვეთოის სახელისუფლო პოლიტიკურითავები“, რომლებსაც ქართველი ხალხი დამსახურებულად პატივს არ სცემს და მათ გამო ქართველი ამომრჩეველიქართული ოცნებითიმედგაცრუებულია.

   ივანიშვილმა მცხეთაში პირობა დადო, რომ გააკეთებდა იმას, რასაც 2012 წლიდან ვთხოვდი, მაგრამ მისი ხელისუფალნი, ადგილებიდან პირმოთნედ ტაშს რომ უკრავდნენ, 12 წელი ზუსტად საპირისპიროს „ქადაგებდნენ“, რითაც „ქართული ოცნებით“ ელექტორატის უკმაყოფილებას იწვევდნენ. როგორ შეიძლება ენდო პარტიის ლიდერშიპს, ვისაც თავისი მერყევი კონფორმისტული პოზიციის გამო ეჭვი შეაქვს მმართველი პარტიის ლიდერში?!

   დღესქართული ოცნება“ „მოულოდნელადდაეთანხმა ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილ პრეზიდენტ ქალბატონს, რომელმაც თვეების წინ განაცხადა - 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები კი არა, რეფერენდუმი იქნებაო, რის გამოც „ოცნების“ ზემონახსენები მოლაპარაკე თავებიზურაბიშვილი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს. უკაცრავად გეთაყვა, მაგრამ განა კრებსითი დასავლეთისა და დასავლეთის აგენტების გარდა (მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და რადიკალური ოპოზიციის) ხალხს 27 ოქტომბრის "რევოლუციისკენ" ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი არ უბიძგებს? თანაც, უფრო ეფექტურად, ვიდრე ყველა აგენტი ერთად აღებული! შესაძლოა, ზოგიერთი მათგანი სახელმწიფო თანამდებობისთვის აშკარად შეუფერებელია და ოპოზიციას ფეხს ბოროტი განზრახვის გარეშე, უნებლიედ აყოლებს, მაგრამ შედეგი მაინც ერთია - ელექტორატის, ამომრჩევლის დიდი უკმაყოფილებაქართული ოცნებისხელისუფლების და მისი საპატიო თავმჯდომარის მიმართ!

   მოდი, დავანებოთ არაპროფესიონალიზმსა და პოლიტიკურ ორპირობას თავი და ჩვეულებრივ საყოფაცხოვრებო მაგალითებზე გადავიდეთ.

როგორც ვიცით, ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი ფულიდან 3 მილიარდი დოლარი ქველმოქმედებაში დახარჯა. შეკითხვა: განა მას სჭირდება უამრავი ახალი ჯარიმა, რომლითაც ქართველ ხალხს ძარცვავენ და სიძულვილს იწვევენ „ქართული ოცნების“უძღებიხელისუფლების მიმართ?! ვინ მოიფიქრა ჯარიმები ჩვეულებრივი საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე და პარკირებაზე, რასაც არც პენსია გაწვდება და არც ხელფასი, მით უმეტეს, რომ თბილისში მოძრაობა არ არის მოწესრიგებული, ისევე როგორც პარკირების პრობლემა?! მეტიც, შემოღებულია საყოველთაო ფასიანი ზონალური პარკინგი და პარკირების გადასახადი, ხოლო მძღოლებს ყოველ ფეხის ნაბიჯზე გამოიჭერენ სათვალთვალო კამერები და სატრანსპორტო სამსახურის ინსპექტორები, რომლებიც მათ აჯარიმებენ ქვითრის გარეშე. მათ მიუფურთხებიათ, რომ დრაკონული ჯარიმის გადახდამ შეიძლება ბევრი ოჯახი მშიერი დატოვოს, ან სულაც უსახლკაროთ დატოვოს, თუ გადაუხდელობის გამო საურავი დაემატა! რას ფიქრობს ამის შემდეგ 2 მილიონი ავტომფლობელი „ქართულ ოცნებაზე“?! ცხადია, რომ კარგს არაფერს, დედაქალაქში საეჭვო საგზაო ექსპერიმენტებს თავი რომ დავანებოთ (ავტოტრანსპორტისთვის დატოვებულია ერთი ზოლი, ხოლო საზოგადოებრივ ტრანსპორტს და ველოსიპედისტებს თითქმის თითო ზოლი თმობა, თუმცა თბილისში ველოსიპედისტები არც არიან და ამ ბილიკებზე დაჰქრიან ოპოზიციის ფაშისტური მოტოდაჯგუფებები დაურეგისტრირებელი სწრაფი მიწოდების სამსახური "GLOVO"-ს სახით. გაუგებარია - რატომ გააფართოეს ბევრ ადგილას ტროტუარები საგზაო ნაწილის ხარჯზე, რომლებიც მუდამ თითქმის ცარიელია - ისევე როგორც "ბასლაინები“ და ველობილიკები?).

   თბილისელებისთვის საკუთარი ავტომანქანა ფუფუნება კი არა გადაადგილების საშუალებაა, ბევრი ხელმოკლე და სნეული ვერ ახერხებს საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობას, მათთვის უფრო ხელმისაწვდომია თუნდაც ძველი, მაგრამ იაფი პირადი ავტომანქანის ყოლა და საჭიროების შემთხვევაში მისით სარგებლობა - პროდუქტის შესაძენად, რომელსაც ხელით ვერ ზიდავენ, სამედიცინო დაწესებულებაში სტუმრობა და ა.შ. მაგრამ ხელისუფლებამ მკვეთრად გაზარდა სააქციზო გადასახადი და 2014 წლამდე გამოშვების ავტომანქანების გამბაჟება საერთოდ აკრძალა, 10 წლის და უფრო ახალი მანქანები კი მოსახლეობის დიდი უმრავლესობისთვის მიუწვდომლად ძვირია. ასე გაანადგურეს წარმატებული ავტობაზრობა კავკასიაში, რუსთავში ხომ მყიდველები ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყნიდან ჩამოდიოდნენ! მერიც - უმუშევრად დატოვეს საავტომობილო ბიზნესით დაკავებული საქართველოს ათასობით მოქალაქე, ასევე ავტოსერვისის ოსტატები და სათადარიგო ნაწილებით მოვაჭრეები. აი, ასე ეფექტიანად უთხრის ძირს საკუთარ რეიტინგს სახელისუფლებ პარტია არჩევნების წინ!

   ხალხი აღშფოთებულია, რომ სააკაშვილმა გააუქმა ტექდათვალიერება, ხოლო ახალმა ხელისუფლებამ დააბრუნა ის და ძალიან გააძვირა, დრაკონული ჯარიმები დაუწესა ყველას, ვინც ტექდათვალიერება არ გაიარა, მომავალი წლიდან კი მოთხოვნებს გაზრდის ევროპულ დონემდე და კატალიზატორები სავალდებულო გახდება (საქართველოში ავტომფლობელების უმეტესობას კატალიზატორი არ აქვს, მხოლოდ მდიდრებს აქვთ ძვირადღირებულ მანქანებზე). მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არც ევროპული ხელფასებია, არც გზები და არც ევროპული ავტოსერვისი.

   ვინ, „ქართული ოცნებისდა ბიძინა ივანიშვილის რომელმა მტერმა გაუქმა ომის ინვალიდებს უფასო საპარკინგო ადგილები, რომლებიც მხოლოდ პირველი ჯგუფის ინვალიდებს დაუტოვეს, რადგანაც კარგად იციან - საქართველოში პირველი ჯგუფის ინვალიდებს ავტომანქანები არ ჰყავთ?! საბჭოთა კავშირისგან განსხვავებით, სადაც სპეციალური ავტომანქანები იწარმოებოდა პირველი ჯგუფის ინვალიდებისთვის, რომლებსაც ხელი ან ფეხი არ ჰქონდათ...

   მოქალაქეები გაოგნებული არიან, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში ბენზინის გაიაფების დაპირებით მოვიდა, მაგრამ შედეგად ის სამჯერ გაძვირდა ადგილობრივი ბენზომაფიის კარტელური შეთანხმებით! მოქალაქეები შეურაცხყოფილი არიან, რომ სამინისტროები და უწყებები, ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოები არ პასუხობენ წერილებს, ან პასუხობენ მორიგე მოკალმეების მიერ შედგენილი ბიუროკრატიული ცნობებით; რომ ქვეყნის მბრძანებლები მოსახლეობისგან აუღებელი კედლით გაიმიჯნენ, არ კითხულობენ წერილებს და არ იღებენ მოქალაქეებს, არ პასუხობენ ზარებზე და მობილურის ნომრები დიდი ხანია, შეცვალეს; ყველგან დანერგილია ეგრეთ წოდებული „ცხელი ხაზები“, სადაც ზარებს პასუხობენ უსულგულო, უპასუხისმგებლო „მეისრეები“. მეტიც, წერილები იბლოკება და ვერ აღწევს „მაღალ“ ადრესატამდე, ხოლო ბევრ სახელისუფლებო დაწესებულებაში საერთოდაც ელექტრონული ხელმოწერის წესი შემოიღეს! ანუ მოქალაქეს, რომელსაც უჭირს გადაადგილება (და ვინ უწყის, მიიღებენ თუ არა მის წერილ საზოგადოებრივ მისაღებში, დიდი ალბათობით, არ მიიღებენ - მოიმიზეზებენ ფორმასთან შეუსაბამობას და, როგორც წესი, სარეგისტრაციო ნომერს არ ისცემენ - აქაოდა, რამდენიმე დღეშიცხელ ხაზზე დარეკეთ!), ამიერიდან წერილს ელექტრონული ფოსტით ვერ გააგზავნის. ახლა გაჭირვებულმა მოქალაქემ (მდიდარი, ნაცნობობის მქონე და ფიზიკურად ჯანმრთელები წერილებს არ წერენ - ისინი მაღალჩინოსნებთან ძმაკაცობენ) ჯერ უნდა მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, იქ იყიდოს საქართველოს მოქალაქის ახალი პირადობის მოწმობა ელექტრონული ჩიპით და შეიძინოს სპეციალური მოწყობილობა, სადაც ის ჩაისმება და კომპიუტერს დაუკავშირდება (ანუ, კომპიუტერი უნდა ჰქონდეთ!). შემდეგ უნდა შევიდეს სპეციალურ საიტზე, მოძებნოს და შეავსოს საჭირო ფორმა და გაგზავნოს წერილი ელექტრონული ხელმოწერით, რასაც, გასაგები მიზეზების გამო, საქართველოს მოქალაქეების უმეტესობა ვერ შეძლებს.

   ასე განგებ ზემოხსენებული მაღალი თანამდებობის პირები ამცირებენ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობას - მისთვის, რომ ისინი მიჩვიონ აზრს, რომ მეორეხარისხოვანი, ღარიბი ადამიანები არიან, სიმართლეს ვერ მიაღწევენ, ვერ ჩივლებენ, არ არიან ავტომანქანით მგზავრობის ღირსნი! და აი, თბილისელებს უნებურად უჩნდებათ სხვადასხვა „მეამბოხური“ აზრი: სააკაშვილის დროს ხომ 10 დღის ვადაში პასუხობდნენ წერილებს - ასე ეშინოდათ მიშასი და სამსახურის დაკარგვის! სააკაშვილის დროს ხომ არ იყო საცობები, ერთ თვეში შენდებოდ ესტაკადები და არ იყო ქაოტური მშენებლობანი!“. ამის მერე ვინმე იტყვის, რომ ყველა ამ შეცდომებს დღევანდელი ხელისუფალნი უშვებენ მხოლოდ უუნარობისა ან გამოუცდელობის გამო და არა განზრახ?! კარგით რა, გეხვეწები!

   და კიდევ ერთი რამ. დღეს ხელისუფლების „სახეებმა“ გააცნობიერეს, რომ დასავლეთისთვის „ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილის გულისთვის მუდამ მიუღებელი იქნება და რომ ქართული ტრადიციული კულტურული და ოჯახური ღირებულებები, ქრისტიანობა დღეს მათთვის სამაშველო რგოლი და ხალხის თვალში მომგებიანი ტრენდია, მაგრამ ერთი ხელით მაინც ამერიკასა და ევროკავშირის კალთას ებღაუჭებიან! „ღირსებით ევროპაში“ და „ევროპული მომავალი“ გამორიცხულია, რადგანაც ქართველისთვის ღირსება და ევროპა, ევროპა და მომავალი ერთმანეთის გამომრიცხავი მცნებებია! ან ღირსება, ოჯახი და ქრისტიანობა, ან ევროპა და ევროპული ჰომოსექსუალური ფსევდო ლიბერალური ფასეულობები - ერთსქესიანი წყვილები, სქესის შეცვლა, 80 გენდერი და გეი აღლუმები, მშობელი №1 და №2 და ლგბტ-პროპაგანდა!

ამიტომ სწორედ რომ დროა ხელისუფლება დაეყრდნოს რუსეთს - ყველა ამ ტრადიციული ღირებულებებისა და მართლმადიდებლობის ბურჯ - აღადგინოს დიპლომატიური ურთიერთობები და დაიწყოს მოძრაობა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს რეინტეგრაციისკენ, რაც უდრის საკონსტიტუციო უმრავლესობის წინასწარ განაღდებას! მაგრამოცნებკონსერვატიულ გუნდს ეშინია ახალ ადამიანებთან ურთიერთობისაც კი (ამას „დელეგატების“ წარდგენილი აღმაშფოთებელი სიებიც მოწმობს), ხოლო მხდალ მლიქვნელ მარიონეტებთან, რომლებიც ვერასოდეს გახდებიან წონადი და პატივსაცემო ფიგურები რუსეთთან ნაყოფიერი დებიუტისთვის, დრო უკანმოუხედავად აივლის. სპეცოპერაციის რუსეთის სამამულო ომად გადაქცევით, კიევის რეჟიმმა დააჩქარა თავისი უპირობო კაპიტულაცია, რადგან რუსეთი, როგორც წესი, იტყუებს ოკუპანტებს თავის ტერიტორიაზე, რათა გაანადგუროს ისინი და უკუაქციოს მათ დედაქალაქამდე. ასე იყო ნაპოლეონსა და ჰიტლერთან, ასე იქნება ზელენსკისთან, ხოლო გამარჯვების შემდეგ პირობებს რუსეთი კარნახობს.

ასევე არაგონივრულია იმის ლოდინი, თუ როგორ დასრულდება არჩევნები შეერთებულ შტატებში, რათა დაიწყოს რუსეთთან ურთიერთობების სრულფორმატიანი დარეგულირება (რისთვის მოსამზადებლადაც არაფორმალური წინადადება დღეს ან დაბლოკილია, ან იგნორირებული, რაც, ადრე თუ გვიან, გაირკვევა). სანამ ტრამპი პრეზიდენტი გახდება, იმ დროისთვის საქართველოში ყველაფერი დამთავრდება. პოლიტიკური ამნეზიით დაავადებულებს, როგორც ჩანს, დაავიწყდათ, რომ ახლახან ამერიკა კინაღამ წალეკა ორმა საპროტესტო ტალღამ, ჯერ - „შავმა ტალღამ“ 2020 წელს შავკანიანი დამნაშავის, ჯორჯ ფლოიდის გამო, შემდეგ კი, 2021 წელს, კაპიტოლიუმში შეჭრილმა „თეთრმა ტალღამ“ ბაიდენის სასარგებლოდ არჩევნების გაყალბების გამო. სავარაუდოდ, 5 ნოემბრის შემდეგ აშშ, რომელიც მთელ მსოფლიოში, მათ შორის -საქართველოში, რევოლუციებს თესავს, თავად მიიღებს „ქარიშხალს“ და საქართველოსთვის აღარ ეცხელება. ამიტომ ტრამპი დღეს უკვე აფრთხილებს, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში გამოიყენებს არმიას საზოგადოებრივი წესრიგის აღსადგენად.

   თუ ქართული ოცნება გამოავლენს პოლიტიკურ ნებას და მიიღებს ზომებს ზემოაღნიშნული შეცდომების გამოსასწორებლად )საკადრო ცვლილებები გარდაუვალია!), მისი რეიტინგი ერთ კვირაში 80 პროცენტამდე გაიზრდება.

არნო ხიდირბეგიშვილი,
„საქინფორმი“-ს გენერალური დირექტორი და მთავარი რედაქტორი,
უშიშროების, სტრატეგიული ანალიზისა და საინფორმაციო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი

2024 წლის 23 აგვისტო
საქართველო, თბილისი