პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების ინტერესებისა და უფლებების დასაცავად ყველაფერი გაკეთდება

 საქართველო, 23 აგვისტო, საქინფორმი. პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების ინტერესებისა და უფლებების დასაცავად "ყველაფერი გაკეთდება".

"სადაც საუბარია ჩვენს თანამოქალაქეებზე, რა თქმა უნდა, ხელისუფლების მხრიდან ყველა შესაძლო ზომა იქნება მიღებული იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ მათი ინტერესების დაცვა, როგორც ეს ხდება ხოლმე ტრადიციულად. თქვენ იცით, რომ ხელისუფლება ყოველთვის მოქმედებს ქმედითი ფორმით. ამ შემთხვევაშიც, როდესაც საუბარია ჩვენს თანამოქალაქეებზე, რა თქმა უნდა, მათი ინტერესების და უფლებების დასაცავად ყველაფერი გაკეთდება", - თქვა კობახიძემ.

აფხაზეთის მარიონეტულმა რეჟიმმა გალის რაიონში, მეორე ოტობაიას დასახლებაში საქართველოს ორი მოქალაქე 20 აგვისტოს დააკავა. 21 აგვისტოს კი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა განცხადება, სადაც საქართველოს მესამე მოქალაქის დაკავების შესახებ ეწერა.