პოლიტიკა
ანა წითლიძე - ხატია დეკანოიძეს: ახლა ზუგდიდში ჩამობრძანდი და ხალხს, ვისაც ეუბნებოდი, პარტიაში ოლიგარქები არიან და მაგიტომ წამოვედიო, აუხსენი, რომ იტყუებოდი

 საქართველო, 21 აგვისტო, საქინფორმი. ახლა ზუგდიდში ჩამობრძანდი და იმ ხალხს, ვისაც მელიასთან ერთად შეხვედრებზე ეუბნებოდი, პარტიაში ოლიგარქები არიან და მაგიტომ წამოვედი, „ქოცებს“ შეეკრნენ, ენმ-ში მხოლოდ ბელადომანები დარჩნენო და კიდეც ათას სისაძაგლეს კადრულობდი, აუხსენი, რომ იტყუებოდი და უსინდისო იყავი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანა წითლიძე სოციალურ ქსელში ხატია დეკანოიძესთან დაკავშირებით წერს.

როგორც ანა წითლიძე აღნიშნავს, ხატია დეკანოიძე საპარლამენტო სიის ხათრით დაბრუნდა „ნაციონალურ მოძრაობაში“.

პირადი ეგოს დამარცხების დროაო და იმედია, შენ დაამარცხე ეგ პირადი ეგო და საპარლამენტო გამსვლელის სიის ხათრით არ შეიწმინდე და არ მოხვედი უკან. თუმცა მე ზუსტად ვიცი, რომ მაგის ხათრით და გარანტიით მოხვედი. მიშას თუ ახსენებ ხშირად, ნუ გგონია, ჩვენს ამომრჩეველს არ ახსოვს, რაც იკადრე“, – წერს ანა წითლიძე.

ხატია დეკანოიძე „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ დაბრუნდა. როგორც პარტიაში აღნიშნეს, ხატია დეკანოიძე ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იქნება.